სამუშაო საათები: ორშ – პარ: 09:00 – 18:00

ცხელი ხაზი 599 64 70 50

საჩინო-ჯვარი

შიდა საუბნო გზებზე მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები მიმდინარეობს

ნოჟალა (საჩინო-ჯვარის) შიდა საუბნო გზაზე პრობლემური მონაკვეთების მოხრეშვა – მოშანდაკების სამუშაოები მიმდინარეობს .

აღიშნული სახის სამუშაოები სოფელ ეწერის შიდა საუბნო გზებზეც ( ლეგაბედე,ლეციმინტიე, ლეძაძამე და მოსიძეების უბანი ) განხორციელდა.

სამუშაოებს ა(ა)იპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ჯგუფი ასრულებს.

ვრცლად
ტარასობა

დღეს ტარასობაა

დღეს , 10 მარტს ტარასობაა.

ტარასობასთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ ტარასის სახლ-მუზეუმის ეზოში მარადმწვანე ნარგავები დარგეს.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ, ა(ა)იპ კულტურის ცენტრისა და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებმა.
ტარას კვარაცხელია სოფელ ნაკიფუში 1889 წელს დაიბადა.

ტარას კვარაცხელია გახლდათ პროფესიით აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

ვრცლად

8 მარტთან დაკავშირებით, ფულადი საჩუქრები გადაეცათ სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მედ-პერსონალს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წალენჯიხისა და ჯვარის სამსახურების ქალბატონებს მიულოცეს, წარმატებები,ქალური ბედნიერება და დიდი ხნის სიცოცხლე უსურვეს.

“ქალთა დღე ქალთა მიერ ბრძოლის და უფლებების მოპოვებით დაიწყო და საბოლოო ჯამში ქალთა საერთაშორისო დღედ გამოცხადდა და დღესასწაულად ჩამოყალიბდა. ამ დღეს ჩვენ ხაზს ვუსვამთ ქალთა როლს სახელმწიფოს, საზოგადოების, ეკონომიკურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და ეს დღესასწაული გახდა გაცილებით უფრო თბილი,შეაღწია ყველა ოჯახში და ამ დღეს, ვულოცავთ ჩვენს დიდებულ ქალბატონებს, ჩვენს ბებოებს, დედიკოებს, მეუღლეებს, მეგობრებს, კოლეგებს და ვუსურვებთ მათ მეტ როლს საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. მეტ სიკეთეს და სითბოს ოჯახებში.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა წელს განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ექთნების, სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების ექიმების თავდაუზოგავ შრომას.
ეს ადამიანები საკუთარი კვალიფიკაციით, საკუთარი შესაბამისად აუნაზღაურებელი შრომით , ძალიან საიმედოები არიან ჩვენი მოსახლეობისათვის. სწორედ მოსახლეობის სახელით უხდის მერია მათ მადლობას სიმბოლური ფულადი საჩუქრების გადაცემით. კიდევ ერთხელ ვულოცავ წალენჯიხელ ქალბატონებს, ქართველ ქალბატონებს და ზოგადად მსოფლიოს ყველა ქალბატონს 8 მარტს, თბილ და ბრწყინვალე დღესასწაულს”-აღნიშნა გიორგი ხარჩილავამ.

“ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა სამედიცინო სექტორისადმი.
სასწრაფო-გადაუდებელი დახმარება ეს არის პრაქტიკულად ერთადერთი სეგმენტი წალენჯიხაში, რომლითაც ჯანდაცვის ცალკეული სერვისები ხელმისაწვდომია ხალხისთვის და მე მგონია,ეს უპრეცედენტო მხარდაჭერა და ჩვენი დამოკიდებულება ამ ხალხისადმი,არამხოლოდ სასწრაფოს წარმომადგენლებისადმი, არამედ იმ ექთნებისადმი,რომლებიც წლების განმავლობაში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხალხის სამსახურში იყვნენ, ჩვენ მათ უნდა ვუთხრათ მადლობა. ვულოცავთ ქალბატონებს და ვუსურვებთ ხალხის სამსახურში ცხოვრებას.”-განაცხადა თამარ ბელქანიამ.

8 მარტთან დაკავშირებით, გიორგი ხარჩილავას ინიციატივით, ფულადი საჩუქრები გადაეცათ სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მედ-პერსონალს, საპენსიო ასაკის მქონე მედდებს,რომლებიც ამჟამად არ მუშაობენ და 100 წელს გადაცილებულ ქალბატონებს.
100-100 ლარის ოდენობის თანხა საერთო ჯამში 100 წელს გადაცილებულ 5 ქალბატონს,
35 სასწრაფოსა და 112 საპენსიო ასაკის მედდას გადაეცა.

ვრცლად
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამსახურებთან შეხვედრა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა და მერის მოადგილე თამარ ბელქანია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წალენჯიხისა და ჯვარის სამსახურების მენეჯერებს მაია ეფსიასა და ინგა თვალთვაძეს შეხვდნენ.
გიორგი ხარჩილავამ ყურადღება გაამახვილა იმ ფასდაუდებელ საქმიანობაზე, რასაც ამ დარგის სპეციალისტები მუნიციპალიტეტის მასშტაბით ასრულებენ.

ხელმძღვანელმა პირებმა მენეჯერებსა და საერთოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში მომუშავე პირებს სამუშაოს დაუღალავად და ეფექტურად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს და წინასწარ ქალთა დღე, 8 მარტი მიულოცეს.
აღსანიშნავია,რომ მერის ინიციატივით, ამ სისტემაში მომუშავე ქალბატონებს, 8 მარტთან დაკავშირებით სიმბოლურად ფულადი თანხები ჩაერიცხებათ.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამსახურების მენეჯერებმა აღნიშნეს,რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობის მხრიდან სფეროს გამოყოფა და მსგავსი სახის ყურადღება პირველი შემთხვევაა. მათ მადლობა გდაუხადეს გიორგი ხარჩილავას და თამარ ბელქანიას ღვაწლის დაფასებისა და ქალთა დღის მილოცვისთვის.
ფულადი საჩუქრები გადაეცემა სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მედ-პერსონალს, საპენსიო ასაკის მქონე მედდებს,რომლებიც ამჟამად არ მუშაობენ და 100 წელს გადაცილებულ ქალბატონებს,

100-100 ლარის ოდენობის თანხა საერთო ჯამში 100 წელს გადაცილებულ 5 ქალბატონს,
35 სასწრაფოსა და 112 საპენსიო ასაკის მედდას გადაეცემა

ვრცლად
წალენჯიხაში სასმელი წყლის რეაბილიტაცია

უახლოეს პერიოდში წალენჯიხაში სასმელი წყლის სისტემების სრული რეაბილიტაცია დაიწყბა

უახლოეს პერიოდში ქალაქ წალენჯიხაში სასმელი წყლის სისტემების სრული რეაბილიტაცია დაიწყბა.
დღეს, 7 მარტს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ხარჩილავას შპს ინვესტ გრუპის დირექტორი გიორგი წკრიალაშვილი , ამავე კომპანიის წარმომადგებნლები ამერან წკრიალაშვილი და შაქრო კვაშილავა სტუმრობდნენ.

შეხვედრის მთავარი თემა ქალაქის დაქსელვის,ჭაბურღილების მოწყობისა და სასმელი წყლის მილების სრული რეაბილიტაციის საკითხი გახლდათ.
პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ინვესტ გრუპი განახორციელებს.
ინვესტგრუპის ხელმძღვანელმა მუნიციპალიტეტის მერს გააცნო 2024 წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში წყლის დაქსელვასთან დაკავშირებული საკითხები.

აღინიშნა,რომ პროექტის ფარგლებში, ქალაქის ახალი წყალგაყვანილობის სისტემების დაქსელვა-შეცვლა 60 კმ-ზე განხორციელდება, მოეწყობა ჭაბურღილები, საქლორატორო- სადარაჯო ობიექტები,სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება სათავე ნაგებობას, აშენდება წყალსაფიტრი ნაგებობა.
პროექტის ღირებულება 25 მილიონი ლარს შეადგენს და სამუშაოები მთლიანად ქალაქის ტერიტორიას მოიცავს.

ვრცლად

გიორგი ხარჩილავამ მერიის სტუქტურულ ერთეულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით და მერიის სტუქტურულ ერთეულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე გასული 2023 წლის სამუშაოები შეაჯამა, მიმდინარე და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ინფორმაციები მოისმინა და სამომავლოდ შესასრულებელ სამუშაოებზე ისაუბრა.

გიორგი ხარჩილავამ ხაზი გაუსვა სტიქიის სალიკვიდაციო ფარგლებში და სოფლის მხარდაჭერის პროგრამებით განსახორციელებელ პროექტებს.
აღსანიშნავია,რომ სტიქიამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სანიაღვრე არხები და ხიდ-ბოგირები.
სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა,აღრიცხულიქნა სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა.
გაზაფხულზე კი, სტიქიის სალიკვიდაციო ფარგლებში სამუშაოები აქტიურად განხორციელდება.
მან ასევე, ცენტრალური და შიდა სასოფლო გზების მოწესრიგების აუცილებლობაზე ისაუბრა.
მერის წარმომადგენლებს დაევალათ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ადმინისტრაციულ ერთეულებში ტერიტორიების დასუფთავების საკითხებს და ყოველდღიური მონიტორინგი გაწიონ პროექტების განხორციელების მიმდინარეობისას.

ვრცლად

ამერიკის საელჩოს თანამშრომლობა ერთადერთ ოპოზიციურ მუნიციპალიტეტთან აქტიურად გრძელდება

დღეს, 5 მარტს, წალენჯიხას ახალგაზრდული პროგრამების ხელმძღვანელი, საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება ამერიკის საელჩოში, სარა ქრეიგელი სტუმრობდა. მან ამერიკული კუთხე დაათვალიერა, რომელიც ერთი წლის წინ ამერიკის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის რეკომენტაციით გაიხსნა.

ქრეიგელისთვის ეს მუნიციპალიტეტში პირველი ვიზიტია. მან წალენჯიხაში საჩუქრებიც ჩამოიტანა. სტუმარს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა,მერის მოადგილე თამარ ბელქანია და ადგილობრივი ახალგაზრდები შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე.
გიორგი ხარჩილავას თქმით: წალენჯიხაში სულ მალე ახალგაზრდული ცენტრი აშენდება,რომელიც ყველა სფეროს მოიცავს და ახალგაზრდებს უფრო მეტ შესაძლებლობებს მისცემს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ მადლობა გადაუხადა სტუმრებს და სთხოვა მხარდაჭერა მომავალში გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვებიც ჩაერთონ ამ პროექტში და საერთოდ, რაც შეიძლება ბევრმა წალენჯიხელმა ახალმა თაობამ მიიღოს განათლება ამერიკულ თაროში.

მუნიციპალიტეტის მერია კი, მზადყოფნას გამოთქვას თავისი კუთხითაც სრული მხარდაჭერა გამოხატოს პროექტის განსახორციელებლად.
დასარულს მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ სტუმრებს, მუნიციპალიტეტის სახელით მცირედი საჩუქრები გადასცა.

ვრცლად

გიორგი ხარჩილავამ მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

ყურადღება გაამახვილეს სოფლებში არსებულ ვითარებაზე და პრობლემურ საკითხებზე.სტიქიისა და სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე.

ვრცლად
Skip to content