სამუშაო საათები: ორშ – პარ: 09:00 – 18:00

ცხელი ხაზი 599 64 70 50

სოციალური კომისიის სხდომა1

ბავშვიანი ოჯახების საჭიროებათა კვლევის სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი სოციალური პოლიტიკისა და მუნიციპალური სოციალური პროგრამებისდაგეგმვის მიზნით, მოწყვლადი სამიზნე კატეგორიების ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების საჭიროებათა კვლევის სამუშაო ჯგუფმა სტატისტიკური მონაცემების მასალების მოძიების მიზნით, მერის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.

სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე მერის მოადგილე თამარ ბელქანია გახლავთ.

შეხვედრა ადგილობრივი სოციალური პოლიტიკისა და მუნიციპალური პროგრამების დაგეგმვის მიზნით, მოწყვლადი სამიზნე კატეგორიების, ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების საჭიროებათა კვლევის მიზნით გაიმართა.

სამუშაო ჯგუფი უზრუნველყოფს მუნიციპალური სოციალური პროგრამების დაგეგმვის მიზნით მოწყვლადი სამიზნე კატეგორიების კვლევების ჩატარებას.

ვრცლად
აშშ საელჩო11

წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები ესტუმრნენ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები ესტუმრნენ.

საელჩოს პოლიტიკური ოფიცრები ჯერი მაკინტოში, გივი გაბანელი და თანაშემწე პოლიტიკის საკითხებში ხათუნა ჭითანავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიას შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანი ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება გახლდათ.
შეხვედრა წალენჯიხის კოალიციური თვითმართველობის, როგორც დემოკრატიული მართველობის მოდელის გაცნობით დაიწყო.

სტუმრები დაინტერესდნენ, როგორ მიმდინარეობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დემოკრატიის მშენებლობა. კერძოდ, კი თუ როგორ მუშაობს წალენჯიხაში კოალიციური თვითმართველობა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ ისაუბრა მრავალპარტიული თვითმმართველობის დადებით მხარეებზე, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფორმირების საკითხებში მოქალაქეთა
აქტიურ ჩართულობაზე. იმ დიდ ინფრასტრუქტურულ თუ საგანმანათლებლო პროექტებზე, რომელიც ბოლო პერიოდში წალენჯიხაში განხორციელდა.

” 2021 წლის არჩევნებში წალენჯიხაში კოალიციური ხელისუფლების გამარჯვებით დაიწყო მოქალაქეთა აქტიური ჩართულობა თვითმმართველობაში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახლავთ ხალხის დაკვეთა და ახალგაზრდობის ჩართულობა წალენჯიხაში მიმდინარე პოლიტიკურ თუ კულტურულ- საგანმანათლებლო ცხოვრებაში. დავიწყეთ საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება. გაიხსნა მუნიციპალური დაფინასებით აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაცია- რეაბილიტაციის ცენტრი, ბიუჯეტიდან განხორციელდა პირველკლასელთა კვების უზრუნველყოფა, ამოქმედდა სტუდენტთა დასაქმების პროგრამა; გაიხსნა იუვენტუსის ბავშვთა ფეხბურთის აკადემია, IT აკადემია, დაფუძნდა ყოველწლიური ლიტერატურული ფესტივალი-გრანელი;
განხორციელდა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც უკავშირდება გზების, ხიდების რეაბილიტაცია-მშენებლობას.

კოალიციური ხელისუფლება ეს არის საქართველოს ისტორიული მოცემულობა და ლოგიკური მომავალი. მრავალპარტიული სისტემა ხელს უწყობს ქვეყანაში რეალური დემოკრატიის მშენებლობასა და საბჭოთა მემკვიდრებით მიღებული ერთპარტიული მმართველობის დაძლევას“ .-აღნიშნა თამარ ბელქანიამ.
მერის მოადგილემ, ასევე ისაუბრა წალენჯიხა-უკრაინის ურთიერთობებზე, მათ შორის ქ. იავოროვთან დამეგობრებასა და ჰუმანიტარულ დახმარებებზე. წალენჯიხისა და ამერიკის საელჩოს ურთიერთობებზე, ყოფილი ელჩის კელი დეგნანის ვიზიტის მნიშვნელობაზე და ამ ურთიერთობების გაღრმავებაზე, წალენჯიხაში ამერიკული თაროს განხნაზე.
“მოხარული ვართ თქვენი სტუმრობით და იმედს ვიქონიებთ, უფრო გაღრმავდება საელჩოსთან ურთიერთობები იმისათვის,რომ ფეხი ავუწყოთ ახალ გამოწვევებს”-აღნიშნა თამარ ბელქანიამ.

შეხვედრა აქტიური დიალოგის რეჟიმში გაიმართა.
ამერიკის საელჩოს თანამშრომლებმა დადებითად შეაფასეს დღევანდელი შეხვედრა და აღნიშნეს, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა წალენჯიხას ამერიკის ელჩი რობინ დანიგანი თავად ეწვიოს.

ვრცლად
აუტიზმის ცენტრის გახსნა123

წალენჯიხაში ბავშვთა აუტისტური აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა

ერთად დავამსხვრიოთ სტერეოტიპები.
2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღეა.

პირველად წალენჯიხის ისტორიაში, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაცია- რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა. სადაც ბავშვები უფასო თერაპიის კურსებს გაივლიან.
ბავშვებს თერაპიის კურსებს გამოცდილი სპეციალისტები ჩაუტარებენ.
ამ ეტაპზე 20-მდე ბენეფიციარი დარეგისტრირდა.
აღნიშნული ცენტრი სრულად მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ფინანსდება.

აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა კეთილმოწყობილი და ყველა საჭირო პირობებია შექმნილი ბენეფიციარების სპეცკურსების გასავლელად.
დღევანდელ დღეს ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დაფუძნებულ შპს მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ-მედენს ჯირჯიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში აღნიშნული ორგანიზაცია ბავშვთა მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების პროცესში უზრუნველყოფს აუცილებელი რესურსების მოზიდვას და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ტრენინგებისა და პრაქტიკული კურსების ჩატარებას.

წალენჯიხის ბავშვთა აუტისტური აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრს, საქართველოს უნივერსიტეტისგან საჩუქრები გადაეცა.
დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს უნივერსიტეტის ,შპს მენტალური ცენტრის წარმომადგენლები,პოლიტიკოსები,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები,მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები და სხვა პირები.

ვრცლად
Skip to content