სამუშაო საათები: ორშ – პარ: 09:00 – 18:00

ცხელი ხაზი 599 64 70 50

bavSvTa dacvis dge1

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საბავშვო ბაღებში

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, დღეს წალენჯიხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საზეიმო ღონისძიებები და სხვადასხვა სახის აქტივობები გაიმართა.

ღონისძიებები იყო ასევე გრანელის სახელობის პარკშიც . სხვადასხვა სახის აქტივობებს ადგილზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია დაესწრო და პატარებს წარმატებული მომავალი უსურვა. “ბავშვთა დაცვის დღე გულისხმობს ერთადერთ რამეს-ჩვენი შვილები იყვნენ დაცულები და მათი ინტერესები სახელმწიფოს მხრიდან იყოს მკაფიოდ და მკაცრად დაცული”-აღნიშნა თამარ ბელქანიამ.

აღსანიშნავია, რომ კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგი აღმზრდელ-პედაგოგთა ცნობიერების ამაღლების მიზნით (თემა:ბავშვთა უფლებების დაცვა).
პედაგოგ-აღმზრდელებმა სასწავლო ტესტირებაზე დადებითი შედეგები დააფიქსირეს.

ვრცლად
IMG_5308

ბიუროს სხდომა

დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა.

ბიუროს სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები:

1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 მაისის მორიგი სხდომის დღის წესრიგის პროექტის განსაზღვრისა და საკრებულოზე დასამტკიცებლად წარდგენის თაობაზე;

მომხსენებელი: ავთანდილ გაბელია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

2. სხვადასხვა

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ავთანდილ გაბელია ხელმძღვანელობდა.

ვრცლად
დავიდ ტრეზეგე1

დავიდ ტრეზეგე წალენჯიხაში

წალენჯიხის იუვენტუსის აკადემიაში ფეხბურთის ლეგენდას, დევიდ ტრეზეგეს, დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.

⚽დევიდ ტრეზეგეს შესახვედრად დღეს წალენჯიხელ იუვენტუსელებთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩამოსული ბავშვებიც იმყოფებოდნენ.

ვრცლად
თათბირი1

გიორგი ხარჩილავამ მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

წალენჯიხის მუნიციპალტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული,მერის მოადგილე თამარ ბელქანია, ზედამხედველობის  განყოფილების უფროსი ჯემალ კვარაცხელია ესწრებოდნენ.
გიორგი ხარჩილავამ ყურადღება გაამახვილა სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხზე
და განიხილა არსებული ზოგადი მდგომარეობა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით.
მერის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს სოფლებში არსებულ ვითარებაზე,ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე და პრობლემურ საკითხებზე.
ისაუბრეს არსებულ სიახლეებსა და საჭიროებებზე, სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე.

ვრცლად
მიწის რეგისტრაცია1

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართეს
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემურ რეგისტრაციას წარმატებით ახორციელებს.

საინფორმაციო შეხვედრაზე საჯარო რეესტრის თავჯდომარემ დავით დევიძემ, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე აქტივობები დეტალურად შეაჯამა და საამზომველო საქმიანობის მაღალი სტანდარტით შესრულებასა და აზომვით სამუშაოებში მოქალაქეების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
სააგენტოს წარმომადგენლებმა დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.
2022 წლიდან დღემდე აზომილია მილიონზე მეტი მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 700 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე.
პროექტით სარგებლობა არის სრულიად უფასო.

კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:
slr.napr.gov.ge/
#მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024

ვრცლად
2

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის სხდომა

დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის სხდომა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე დათო მესხია უძღვებოდა.

სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები განიხილეს.

დღის წესრიგი:

1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის I კვარტლის შესრულების ანგარიშის თაობაზე.

პროექტის წარმდგენი: თეა სარია, მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.

2. სხვადასხვა

ვრცლად
1

საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა და ქონების მართვისა დაბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის ერთობლივი სხდომა

დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა და ქონების მართვისა დაბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა.

სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს.

დღის წესრიგი:

1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში (იჯარით) აუქციონის ფორმით- გაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
პროექტის წარმდგენი: გელა სალია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი.

2. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტებისა და პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებ.
პროექტის წარმდგენი: გელა სალია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი.

3. სხვადასხვა.

ვრცლად
ჩოგბურთის ფინალი1

ჩოგბურთის ტურნირი- წალენჯიხის თასზზე დასრულდა

დღეს,26 მაისს, ჩოგბურთის ტურნირი- წალენჯიხის თასზზე დასრულდა.
ტურნირში მონაწილეობას ღებულობდნენ სპორტსმენები სხვადასხვა რეგიონებიდან.
საპრიზო ფონდი :პირველი ადგილი -1000 ლარის მფლობელი გიორგი მარგველაშვილი გახდა ,ხოლო მეორე ადგილი-500 ლარი ,ზვიად კალმახელიძეს ერგო.
გამარჯვებულები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ივანე ბურდულმა,მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ და ა(ა)იპ წალენჯიხის სასპორტო ცენტრის დირექტორმა გელა თოლორაიამ დააჯილდოვეს. ასპარეზობაში მონაწილეებს მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.
აქვე ისიც აღინიშნა,რომ ტურნირი ჩოგბურთში კვლავაც უფრო ფართო მასშტაბით ჩატარდება და მუნიციპალიტეტი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობაზე ყოველთვის იზრუნებს.

ვრცლად
კონცერტი1

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები

დღეს, 26 მაისს წალენჯიხაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში დილიდან ჩოგბურთისა და ჭადრაკის ტურნირი მიმდინარეობდა.

ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში კი გაიმართა კონცერტი ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების მონაწილეობით.
დღევანდელ ღონისძიებას რუსეთ-უკრაინის ბრძოლის ველზე დაღუპული წალენჯიხელი მებრძოლების მშობლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების მსვლელობისას დამსწრე საზოგადოებას სიტყვით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მიმართეს, დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ხელმძღვანელმა პირებმა გმირი მებრძოლების დედებს მადლობა გადაუხადეს მობრძანებისთვის და დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

#დამოუკიდებლობისდღე
#შინევროპაში

ვრცლად
ჩოგბურთი1

ჩოგბურთის ტურნირი წალენჯიხის თასზე დაიწყო

🏸26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში დღეს ,25 მაისს, პირველად წალენჯიხის ისტორიაში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ა(ა)იპ წალენჯიხის სასპორტო ცენტრის მხარდაჭერით, ჩოგბურთის ტურნირი წალენჯიხის თასზე დაიწყო.

საპრიზო ფონდი:პირველი ადგილი-1000 ლარი;
მეორე ადგილი -500 ლარი.

ტურნირში მონაწილეობას წალენჯიხელები და სხვადასხვა რეგიონების ჩოგბურთის ოსტატები ღებულობენ მონაწილეობას.

ასპარეზობაში მონაწილე სპორტსმენებს და სტუმრებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული და მერის მოადგილე თამარ ბელქანია მიესალმნენ და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.

“დღეს წალენჯიხა კიდევ უფრო მიმზიდველია,ვითარდება. დღეიდან მრავალი ტურნირი ჩატარდება და მრავალი სიახლეებს შევთავაზებთ წალენჯიხის მოსახლეობას
“-აღნიშნა ივანე ბურდულმა.

“საკმაოდ კარგი საპრიზო ფონდია და მიხარია, რომ აქ მონაწილეობას ღებულობენ არა მხოლოდ წალენჯიხელები.
ამ ტურნირს გარკვეულწილად საერთაშორისო აქცენტიც აქვს.
ტურნირი ყოველწლიირად ჩატარდება და ეს ხელს შეუწყობს წალენჯიხის ციტირების ინდექსის მომატებას”-აღნიშნა თამარ ბელქანიამ

ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა და დაჯილდოების ცერემონიალი ხვალ, 26 მაისს გაიმართება.

ვრცლად
Skip to content