გიორგი ხარჩილავამკულტურისა და სოციალური სამსახურის უფროსი წარადგინა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული და მერის მოადგილე თამარ ბელქანია ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე გიორგი ხარჩილავამ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსად ლაშა ზარქუა წარუდგინა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
მუნიციპალიტეტის მერმა და მერის მოადგილეებმა აქვე ისაუბრეს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, ეპოქალურ კონფლიქტებზე.
აღინიშნა, რომ მთავარია სწორი მიმართულების არჩევა, რომ ერთად დგომით ყველა გამოწვვები დაიძლევა.