საჯარო სკოლებში “ბოლო ზარი” დაირეკა
საჯარო სკოლებში “ბოლო ზარი”დაირეკა.
წალენჯიხის И 1 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა დღეს საზეიმო ღონისძიება ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში გამართეს.
კურსდამთავრებულებმა სხვადასხვა მუსიკალური ნომრები შეასრულეს და 12 წლის მანძილზე სკოლაში გატარებული წლები შეაფასეს.მადლობა გადაუხადეს პირველ მასწავლებლებს, კლასის დამრიგებლებს და ზოგადად მთელ პედაგოგიურ პერსონალს უდიდესი ამაგისთვის.
ღონისძიებას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია, წალენჯიხი საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია, სკოლის დირექტორი, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ. მათ მეთორმეტე კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და ახალი ცხოვრების ასპარეზზე წარმატებები უსურვეს .