სამუშაო საათები: ორშ – პარ: 09:00 – 18:00

ცხელი ხაზი 599 64 70 50

ლიტ-ფესტივალი დასრულდა1

ფესტივალი “გრანელი”დასრულდა

წალენჯიხის რიგით მესამე ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ დასრულდა. ფესტივალი ორი დღის მანძილზე მიმდინარეობდა,რომელიც „ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის“ მხარდაჭერითა და ორგანიზებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიასთან და „წალენჯიხის განვითარების ფონდთან“ თანამშრომლობით განხორციელდა.
📚 ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში გაიმართა, წიგნების გამოფენა-გაყიდვა და ლიტერატურული ღონისძიებები, დისკუსიები, წიგნის პრეზენტაციები და შეხვედრები თანამედროვე ქართველ და უკრაინელ მწერლებთან.
დღეს 30 ივნისს, ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოების წინაშე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია,გიორგი არქანია და ზვიად კვარაცხელია წარსდგნენ, რომლებმაც “ოკუპაციიდან დამოუკიდებლობამდე” არსებულ თემატურ საკითხებზე ისაუბრეს და ამ თემაზე არსებული თანამედროვე ლიტერატურა წარადგინეს.
ასევე სხვადასხვა პროზაული თარგმანები წარადგინეს დალილა გოგიამ, მაია ბადრიძემ და რუსუდან კობახიძემ.
თავიანთი ლიტერატურული კრებულებით ნიკა ლაშხია, ირაკლი კაკაბაძე,ლაშა მარგიანი და ნიკა ჩერქეზიშვილი წარსდგნენ.
შემაჯამებელი დღის ბოლოს, დამსწრეთ სიტყვით მიმართა პოლიტიკოსმა მამუკა ხაზარაძემ,რომელმაც ფესტივალში მონაწილეთ,ორგანიზატორებს, საზოგადოების წევრებს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

ვრცლად
ტუნირი ჭადრაჯში1

ჩემპიონატი ჭადრაკში

ა(ა)იპ წალენჯიხის სასპორტო ცენტრის ინიციატივთ, დღეს 29 ივნისს ჟორა მზარელუას სახელობის ჭადრაკის სახლში, ჭადრაკის ტურნირში მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა.
ტურნირი სამი დღის მანძილზე მიმდინარეობდა,რომელშიც 38-მა აღსაზრდელმა მიიღო მონაწილეობა.ტურნირი 7 ტურად ჩატარდა და გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
პატარა ასაკის აღსაზრდელებიდან პირველი ადგილის მფლობელი გოგონათა შორის სალია სალომე გახდა;
მეორე ადგილი ბიჭუნათა შორის ერგო იოანე კვარაცხელიას;
მესამე ადგილი კი ნიკოლოზ ღვინჯილიას ერგო.
უფროსი ასაკის აღსაზრდელებიდან გოგონათა შორის პირველი ადგილის მფლობელი დეა ბელქანია გახდა;
ბიჭუნათა შორის პირველი ადგილი ცოტნე სალიას და ანდრია ქებურიას ერგო;
მეორე ადგილის მფლობელი სანდრო ქებურია გახდა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი მათე შანავა.
ტურნირში მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ და ჟორა მზარელუას ქალიშვილმა ნინო მზარელუამ მიმართეს და ყველა მონაწილეს წარმატებები უსურვეს.
გამარჯვებულები მედლებითა და თასებით მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ და ა(ა)იპ სასპორტო ცენტრის დირექტორმა გელა თოლორაიამ დააჯილდოვეს.

ვრცლად
ფესტივალი გრანელი1

ლიტერატურული ფესტივალი “გრანელი”

წალენჯიხაში, არტ-მეურნეობის ეზოში რიგით მესამე ლიტერატურული ფესტივალი “გრანელი” მიმდინარეობს,რომელიც „ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის“ მხარდაჭერით და ორგანიზებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიასთან და „წალენჯიხის განვითარების ფონდთან“ თანამშრომლობით ტარდება.
ლიტერატურული ფესტივალის გახსნა საზოგადოებას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ, პოლიტიკოსმა მამუკა ხაზარაძემ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა დეა მეტრეველმა და ჟურნალისტმა ,პრემია “საბა-ს” ორგზის ლაურეატმა თეონა დოლენჯაშვილმა .მიულოცეს.
📚 ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში წიგნების გამოფენა-გაყიდვა და ლიტერატურული ღონისძიებები გაიმართა. საზოგადოებას დისკუსიები, წიგნის პრეზენტაციები და შეხვედრები უწევთ თანამედროვე ქართველ და უკრაინელ მწერლებთან.
საბჭოთა წარსულის შესახებ ისაუბრეს
ელზა გურგენიძემ,
დათო ხვადაგიანმა, რუსუდან რუხაძემ.
მოდერატორი გახლდათ გვანცა ჯობავა.
თანამედროვე ქართული პროზა წარადგინეს
რუსუდან რუხაძემ,
ნანა აკობიძემ,
ზვიად კვარაცხელიამ.
საქართველო და მსოფლიოზე ისაუბრეს
ბესო ხვედელიძემ,
ბექა ქურხულმა, რომლებმაც ასევე „უკრაინული დღიურები“წარადგინეს.მოდერატორი: დავით ქართველიშვილი.
სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებები წარადგინეს
მიხეილ ციხელაშვილიმა,
ელის დოჯსონმა,
გაგა ნახუცრიშვილმა, ნატალია ტროხიმიმ.ასევე წარდგენილიქნა „კასანდრა“. ლესია უკრაინკას პოეტური დრამა,მოდერატორი: დალილა გოგია.
დამსწრე საზოგადოებას დღის ბოლომდე ელის
პროზაული მოგზაურობა.
ლიტერატურული წახნაგებით მაყურებლის წინაშე
ლევან ბერძენიშვილი და ზვიად კვარაცხელია წარსდგებიან.
ჯინსების თაობიდან თაობა Z-მდე
დათო ტურაშვილი წარსდგება.
საღამოს 21:00 საათზე კი
პრემია ” გრანელის” გადაცემის ცერემონიალი და
მუსიკალური საღამო – ვახტანგ (ვაქო) ქანთარიას მონაწილეობით დასრულდება.
📌 30 ივნისს კი ღონისძიებები დღის 12:00 საათიდან გაიმართება.
👇
12:00-12:30
ქართული საბავშვო ლიტერატურა – გამოწვევები და ხვალინდელი დღე / საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი
12:30-13:00
ლიტერატურა თარგმანებში
მაია ბადრიძე – პროზა თარგმანებში
დალილა გოგია – პოეზია თარგმანებში
მოდერატორი: რუსიკო კობახიძე
13:00 -13:30
რობოტების ყვავილები
გიორგი შონია – “რობოტების ყვავილები”(ინტელექტი)
ნატალი დარასელია – “სააღდგომო მოკვდინება” (მემორია)
მოდერატორი: ნიკა ლაშხია
13:30 -14:00
ოკუპაციიდან დამოუკიდებლობამდე
გიორგი არქანია – “ოკუპაციიდან დამოუკიდებლობამდე”
მოდერატორი: თამარ ბელქანია
14:00- 14:30
გამოსვლა
იაკი კაბე (ირაკლი კაკაბაძე) – “გამოსვლის წიგნი” (ინტელექტი)
ტორესა მოსი – „იყო“ (ინტელექტი)
მოდერატორი: ზვიად კვარაცხელია
14:30 -15:00
შენ მარტო არ ხარ – პოეზია
ნიკა ჩერქეზიშვილი
ლაშა მარგიანი
მოდერატორი – დალილა გოგია
15:00
ფესტივალის დახურვა.

ვრცლად

რა ელის ქვეყანას,თუ დაფინანსებები შეჩერდება

მხოლოდ წალენჯიხაში დასავლეთი 65 მილიონი ღირებულების პროექტებს აფინანსებს.
-რა ელის ქვეყანას,თუ დაფინანსებები შეჩერდება.

ვრცლად

სპორტი პრიორიტეტია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
სპორტი პრიორიტეტია

ვრცლად

29-30 ივნისს წალენჯიხის რიგით მესამე ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ გაიმართება

წიგნების გამოფენა-გაყიდვა, დისკუსიები, წიგნის პრეზენტაციები და შეხვედრები თანამედროვე ქართველ და უკრაინელ მწერლებთან

ვრცლად

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი უკრაინიდან დევნილ ოჯახს დახმარების ხელს კიდევ ერთხელ გაუწვდენს

დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ხარჩილავას უკრაინიდან დევნილი ოჯახი, ცოლ-ქმარი ტეტიანა და თემურაზ ფიფიები ესტუმრნენ.

ოჯახი ორი წელია საკუთარ სოფელს დაუბრუნდა და სოფელ ობუჯში ცხოვრობს.მათ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია შეძლებისდაგვარად ყოველთვის უწევს დახმარების ხელს და დღესაც მუნიციპალიტეტის მერმა მათ დახმარება აღუთქვა.

ვრცლად

ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა,სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას გაესაუბრა.

ვრცლად
მორიგი სხდომა1

გიორგი ხარჩილავამ მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

წალენჯიხის მუნიციპალტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას მერის მოადგილე თამარ ბელქანია, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მ/შ ალბერტ ჭანია, კულტურისა და სოციალური სამსახურის უფროსი ლაშა ზარქუა და ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გელა სალია ესწრებოდნენ.

გიორგი ხარჩილავამ ყურადღება გაამახვილა სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის ოდენობასა და მისი სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელების გზებზე. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე.
მოისმინა დეტალური ინფორმაცია ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით არსებულ პრობლემებზე. ასევე ყურადღება გაამახვილა სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ( გზების რეაბილიტაცია,ხიდების მშენებლობა) ხარისხზე და ვადებზე. განიხილა არსებული ზოგადი მდგომარეობა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ ისაუბრა სოციალური პროექტების განხორციელებაზე,სტუდენტური დასაქმებისა და სტუდენტური დღეების ჩატარების საკითხებზე, ახალგაზრდების ინფორმირებულობაზე, მიმდინარე კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებში მეტ ჩართულობაზე.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს არსებულ სიახლეებსა და საჭიროებებზე, მოსახლეობასთან მეტ კომუნიკაციაზე და სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე.

ვრცლად

⚽მორიგი სიახლე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს ახალი,თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მეორე საფეხბურთო მოედნის მშენებლობას.

ვრცლად
Skip to content