სამუშაო საათები: ორშ – პარ: 09:00 – 18:00

ცხელი ხაზი 599 64 70 50

სამესხიო1

სამესხიოს უბანში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის სამესხიოს უბანში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სამესხიოს უბანში გზა 2,210 კმ. მანძილზე რეაბილიტირდება.

პროექტის ფარგლებში არმირებული ბეტონის საფარი მოეწყობა.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს “ნიუპასაჟი” ასრულებს.

პროექტის განხორციელებას მოსახლეობა წლების მანძილზე ითხოვდა და პირობა ამ დრომდე პირობად რჩებოდა.
მიმდინარე სამუშაოებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული ადგილზე გაეცნო.

ვრცლად
საჩინო-ლეფიფიეს ხიდის მშენებლობა

ლეფიფიეს უბანში ხიდის რეაბილიტაცია სრულდება

საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის,ლეფიფიეს უბანში,სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.

ამ უბანში სტიქიამ(წყალდიდობა)ხიდი სრულად დააზიანა და მასზე გააადგილება შეუძლებელი იყო.

სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და ის უახლოეს პერიოდში დასრულდება.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული გაეცნო.
თქვენ გაგზავნეთ

ვრცლად
სამანქანე ხიდის მშენებლობა საჩინოში1

საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო ხიდის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო ხიდი სტიქიის შედეგად დაინგრა. სტიქიის სალიკვიდაციო ფარგლებში დაიწყო ხიდის სამშენებლო სამუშაოები.

ხიდის სიგრძე 42 მეტრამდეა,რომელსაც ექნება საფეხმავლოები. აღნიშნული ხიდი სტანდარტების შესაბამისად შენდება.

ხიდის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები ადგილზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ივანე ბურდულმა ადგილზე დაათვალიერა.

ვრცლად
Skip to content