სამუშაო საათები: ორშ – პარ: 09:00 – 18:00

ცხელი ხაზი 599 64 70 50

ნატოს სამეკავშირეო ოფისი1

შეხვედრა ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებთან

2024 წელს ნატო 75 წლის იუბილეს აღნიშნავს, რომლის ფარგლებშიც ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები -გვანცა ლოლაძე პოლიტიკური ოფიცერი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნინო მოდებაძე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს სტუმრობდნენ.
ისაუბრეს ნატოს ალიანსის მისიაზე და ღირებულებებზე, ასევე ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე.
შეხვედრაზე აღინიშნა,რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს და ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორობა,რომელიც უნდა გაგრძელდეს.
ნატო მტკიცედ ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის.
ნატო აღიარებს საქართველოს კანდიდატ ქვეყნად. ნატოში გაწევრიანება კი არის გზა,რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა აღნიშნეს-“საქართველო უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიული რწფორმებისა და კონსოლიდაციის გზას.
ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა, რომ სურს დემოკრატიული საქართველო, ევროკავშირსა და ნატოში”.
სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები,მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად წალენჯიხის ამერიკულ თაროს ესტუმრნენ და ხელმძღვანელ სალომე ზარქუასა და ამერიკული თაროს მოსწავლე-ახალგაზრდებს შეხვდნენ და გაესაუბრნენ,მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ვრცლად
Skip to content