სამუშაო საათები: ორშ – პარ: 09:00 – 18:00

ცხელი ხაზი 599 64 70 50

ცეკვის ფესტივალი1

ხელოვნების მე-7 რეგიონალური ფესტივალი “ცეკვის ზეიმი”

9 ივნისს, ქალაქ ჯვარის კულტურის სახლში ხელოვნების მე-7 რეგიონალური ფესტივალი “ცეკვის ზეიმი” გაიმართა.
ფესტივალის ორგანიზატორი სამეგრელო-ზემო სვანეთის ქორეოგრაფთა კავშირი და მისი თავმჯდომარე, რომეო ბულია ფახლდათ.
ფესტივალში მონაწილეობა 16-მა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა მიიღო.
“ცისკარი”, “თუთარჩელა”, “სადადიანო”, “ქერუბიმი”, “მტრედები”, “სამება”, “მაჭირხოლი” – ზუგდიდიდან;
“მარდუქი” – ჩხოროწყუდან;
“შარა” და “მარდუქი” – წალენჯიხიდან;
“კოლხიდა” და “ერთსულოვნება” – მარტვილიდან:
“ცოტნეიდელი” – ხობიდან;
“კუჩხიბედინერი” – სენაკიდან;
“იმედი” – ლიიდან;
“თაობა” – მუჟავადან.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ასევე სტუდია “რიბი რაბო”-ს მომღერლებმა.
ფესტივალი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის, სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონის ქორეოგრაფთა კავშირის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და კულტურის სამსახურის, ქ. ჯვარის კულტურის სახლის მხარდაჭერითა და ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა.
ფესტივალის მხარდამჭერი- ტელეკომპანია “ვარსკვლავები” და მისი დამფუძნებელი, ბესო ჩუბინიძე.

ვრცლად
იუვენტი1

წალენჯიხის იუვენტუსის აკადემია მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა

⚽⚪️⚫️ იუვენტუსის 80 აკადემიას შორის წალენჯიხის იუვენტუსის აკადემიაც მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.
⚽ნორჩი იუვენტუსელები ქალაქ ტურინში ლონდონის გუნდის მეტოქედ ითამაშებენ.

⚽80 იუვენტუსის აკადემიის მსოფლიო ჩემპიონატი ყოველწლიურად იმართება და მასში წალენჯიხა პირველად ითამაშებს.
⚽წარმატებები წალენჯიხის ნორჩ იუვენტუსელებს.

ვრცლად
სპორტი1

აჭარის ღია ჩემპიონატი კარატეში

მიმდინარე წლის 8-9 ივნისს ქ. ხელვაჩაურში გაიმართა “აჭარის ღია ჩემპიონატი კარატეში” , სადაც მონაწილეობა მიიღეს ა(ა)იპ წალენჯიხის სასპორტო ცენტრის კარატეს წრის მოსწავლეებმა და საპრიზო ადგილები დაიკავეს:
✅1 ადგილი- კონჯარია ლუკა
✅1 ადგილი- ჩხვიმიანი ანდრია
✅2 ადგილი- აკობია საბა
✅2 ადგილი- ლუკავა რომანი (ვეტერანებში)
✅3 ადგილი- ძანძავა ლიკა
მწვრთნელები- რომან ლუკავა, ემზარ სოსელია;
ვულოცავთ მოსწავლეებს გამარჯვებას და ვუსურვებთ მომავალშიც წარმატებებს.

ვრცლად
Skip to content