სამუშაო საათები: ორშ – პარ: 09:00 – 18:00

ცხელი ხაზი 599 64 70 50

მაცხოვრის ტაძარი1

წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარს გუმბათის ყელი დაუზიანდა

წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარს 2 ივლისს მეხმა, რომელსაც თან ძლიერი ქარიშხალი ერთვოდა გუმბათის ყელი დაუზიანა.
ამავდროულად დაზიანდა შიდა სივრცე, ფრესკის ნაწილი.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.
მერის მოადგილისა და საპატრიაქოს წარმომადგენლობის დროული რეაგირებით, ტაძრის მდგომარეობის შესასწავლად ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის წარმომადგენელი, კედლის მხატვარ-რესტავრატორი მერაბ ბუჩუკური და დეკანოზი ილია სარია ტაძარში იმყოფებიან, რათა პირველადი მონაცემებით
ოფიციალურად ფიქსირებულიქნას ტაძრის გუმბათის ყელზე არსებული დაზიანება, რათა დროულად მოხდეს სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება.

ვრცლად
Skip to content