სამუშაო საათები: ორშ – პარ: 09:00 – 18:00

ცხელი ხაზი 599 64 70 50

გიორგი ხარჩილავა მახარიის მოსახლეობას შეხვდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა ლიის ადმინისტრაციული ერთეულის მახარიის უბნის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
შეხვედრაზე მოსახლეობამ ერთ-ერთ მთავარ პრობლემურ საკითხად სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხები და სოფლის ინტერნეტით უზრუნველყოფაზე შუამდგომლობა დაასახელა.

გიორგი ხარჩილავა მოსახლეობას პრობლემების გადაჭრის გზებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ის მზადაა აღნიშნული საკითხები შესაბამის სამსახურებთან ერთად განიხილოს და პრობლემა მოსახლეობის სასიკეთოდ უზრუნველყოს.

გიორგი ხარჩილავამ ამავდროულად მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და მოსახლეობას მიმდინარე და გარდამავალი პროექტების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
წალენჯიხის მუნიციპალოტეტის მერმა ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ყურადღება გაამახვილა და სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.

ვრცლად
Skip to content