აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით დისკუსი სტუდენტური დღეების ფარგლებში გრძელდება
აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით დისკუსი სტუდენტური დღეების ფარგლებში გრძელდება.
აღსანიშნავია,რომ რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, სტუდენტებთან დისკუსია 7 აგვისტოს გაიმართა და პრეზენტაცია-დიალოგი დღესაც გაგრძელდა.
წალენჯიხის ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში, დღეს, სტუდენტურ დღეებში მონაწილე სტუდენტებმა პრეზენტაცია წარმოადგინეს თემაზე- “2008 წლის რუსეთის აგრესია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ”
თითოეულმა გუნდმა პრეზენტაციისას გადმოსცა თუ რა საფრთხეს უქმნიდა რუსეთი საქართველოს წლების მანძილზე და რა მოხდა 2008 წლის 7 აგვისტოს.
ოკუპაციის თემაზე და რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, საინფორმაციო ომსა და ზოგადად რეალურ ფაქტებზე ისაუბრეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ და მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა ლაშა ზარქუამ.
მათ წარადგინეს ფილმი- “აგვისტოს 5 დღე”.
გაიმართა ნაჩვენები ფილმების განხილვა.
განიხილეს, თუ როგორი მნიშვნელოვანია ზუსტი თარიღების ცოდნა და რა ფორმებს მიმართავს რუსეთი ომის პერიოდში, რა არის ჰიბრიდული ომი, რომელიც დღემდე გრძელდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და რამდენად მნიშვნელოვანია სიზუსტე უახლესი ისტორიის აღქმაში.