ერთად დავამსხვრიოთ სტერეოტიპები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაცია- რეაბილიტაციის წალენჯიხის ცენტრის ადმინისტრაციამ დღეს პირველი საანაგრაიშო შეხვედრა მერიაში გამართა.
პრეზენტაციას აუტიზმის ცენტრის მოწვეული სუპერვაიზერი , კლინიკური ფსიქოლოგი და საერთაშორისო-სასერთიფიკატო პროგრამის მონაწილე მარიამ კორკელია უძღვებოდა,
შეხვედრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, საკრებულოს წევრები, სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები და ბენეფიციართა მშობლები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციისას ისაუბრეს ცენტრში არსებულ სიკეთეებზე, მიღწეულ წარმატებებსა და პროგრამით მოსარგებლეთა შემდგომ საჭიროებებზე
აღინიშნა , რომ აღნიშნული ცენტრის არსებობა, არის მუნიციპალიტეტის მიერ ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა ოჯახებისთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან თანადგომას.
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაცია- რეაბილიტაციის ცენტრში ბავშვები უფასო თერაპიის კურსებს გადიან, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ქვეყნის მასშტაბით.
ბავშვების თერაპიის კურსებს სერტიფიცირებული სპეციალისტები მართავენ.
ამ ეტაპზე ცენტრში 22- ბენეფიციარი გადის რეაბილიტაციის კურსებს.
აღნიშნული ცენტრი სრულად მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ფინანსდება.
აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა კეთილმოწყობილი და ყველა საჭირო პირობებია შექმნილი ბენეფიციარების სპეცკურსების გასავლელად.