ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ეროვნული სკრინინგ ცენტრის მამომობილი წალენჯიხის კლინიკას ეწვია
დღეს, 17 ოქტომბერს,
ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ეროვნული სკრინინგ ცენტრის
მამომობილი წალენჯიხის კლინიკას ეწვია.
➡️ვიზიტის ფარგლებში ტარდება
სარძევე ჯირკვლის მამოგრაფიული გამოკვლევა,
ეხოსკოპია,ბიოფსია,
ციტოლოგია.
➡️გამოკვლევები უტარდებათ პაციენტებს 40-დან 70 წლის ჩათვლით.
➡️25-დან 29 წლის ჩათვლით ტარდება ციტოლოგიური კვლევა(პაპ-ტესტი);
➡️30-დან 60 წლის ჩათვლით Hr-HPV დნმ ტესტი.
➡️გამოკვლევების მიმდინარეობას ა(ა)იპ წალენჯიხის ჯანდაცვის ცენტრის უფროსი თამარ კვარაცხელია ადგილზე გაეცნო და მედ-პერსონალს გაესაუბრა.
➡️გამოკვლევები 17:00 საათამდე გრძელდება
მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
➡️შეხვედრაზე მერის წარმომადგენლებმა სოფლებში არსებულ ვითარებასა და პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს.
➡️ ასევე, განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა,მათ შორის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მიმდინარე სამუშაოები.
➡️მერმა წარმომადგენლებს დაავალა, პროაქტიულად წარმოადგინონ ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საჭიროებების შესახებ. ამასთან, კომუნიკაცია მერიის შესაბამის სამსახურებთან გახდეს უფრო ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის თითოეული მაცხოვრებლის პრობლემებისა და წინადადებების მერიამდე მოტანას, ასევე, მათი განხილვისა და გადაწყვეტის პროცესის შემდგომ სრულყოფას.
➡️სამუშაო შეხვედრას, ასევე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული, ა(ა)იპ წალენჯიხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფროსი თამარ კვარაცხელია და ა(ა)იპ ქალაქ ჯვარის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მინდია ჯინჯოლავა და ა(ა)იპ წალენჯიხის სასპორტო ცენტრის უფროსი გელა თოლორაია ესწრებოდნენ .
➡️შეხვედრაზე ჯანდაცვის ცენტრის უფროსმა ისაუბრა კიბოს პრევენციის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებებში მიმდინარე კვლევებზე, რომელიც მუნიციპალიტეტში 17 ოქტომბერს ჩატარდება და წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით.
წალენჯიხა -გრანელობა 2024
🇬🇪დღეს, წალენჯიხა- გრანელობის სახალხო დღესასწაულის ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა.
➡️წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში ტ.გრანელის მოსახსენიებელი პარაკლისი წმ.ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა სერაფიმე ზარქუამ აღავლინა.
პარაკლისზე იმყოფებოდნენ: მოწვეული სტუმრები, ადგილობრივი ხელისუფლების, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და ტერენტის პოეზიის მოყვარულები.
➡️გრანელობის ფარგლებში, ასევე, ქ. თბილისსა და ბათუმში პოეტის საფლავი და ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.
➡️პარაკლისის დასრულების შემდეგ, ტერენტის სახლ- მუზეუმის ეზოში არსებული ბარელიეფი ყვავილებით შეიმკო და მხატვრული კომპოზიცია გაიმართა.
ღონისძიება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ გახსა,რომელსაც ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან, სკოლის მოსწავლეები,პედაგოგები, ტერენტის დისშვილი მამანტი როგავა ოჯახთან ერთად,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ინგირის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.
➡️ზუგდიდის,ინგირის საჯარო სკოლოლამ ტერენტის სახლ-მუზეუმს ტერენტის პორტრეტი საჩუქრად გადასცა.
ასევე ჩხოროწყუს მკვიდრმა ,ემიგრაციაში მყოფმა მიმოზა შენგელიამ გრანელის სახლმუზეუმს სიმბოლურად მოკრძალებული საჩუქარი , შალვა კამლაძის საავტორო ლიტერატურული პროექტის -ერთი ლექსი კალიგრაფში გადასცა,რომელშიც
დატანილია გრანელის ცნობილი ლექსი .
აღნიშნული კომპოზიცია საჩუქრად ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს თამარ ბელქანიას უსახსოვრეს.
➡️ღონისძიებების მსვლელობისას , გრანელის ძეგლი გვირგვინით შეიმკო . წალენჯიხის ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინო – თეატრის დარბაზში კი გრანელობისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.სადაც ა(ა)იპ კულტურის ცენტრისა და სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა. ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი-“სხვა მანტია აცვია მას.”
ღონისძიების მსვლელობისას რუსეთ-უკრაინის ომში, 10 ოქტომბერს დაღუპული წალენჯიხელის,ედიშერ კვარაცხელიას ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
➡️მოწვეულ სტუმრებსა და დარბაზში დამსწრე საზოგადოებას კი დღევანდელი დღე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ მიულოცეს.
➡️გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქტების, ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ასევე ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებმა წალენჯიხა-გრანელობის დღესასწაული ადგილობრივებსა და ჩამოსულ სტუმრებს შემოდგომის ნობათით მიულოცეს.
➡️ ღონისძიების ფარგლებში წალენჯიხის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის,წალენჯიხის საპატიო მოქალაქეები დასახელდნენ,რომლებიც სიმბოლური საჩუქრებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ დააჯილდოვეს.
➡️წალენჯიხის საპატიო მოქალაქეები გახლავთ:
ექიმ-პედიატრი ეკატერინე გოზალიშვილი, რომელიც კოვიდპანდემიის დროს თბილისიდან საცხოვრებლად წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ჩამოვიდა და წალენჯიხელთა ჯანმრთელობის სადარაჯოზე იდგა;
არდევან წულაია, მხცოვანი პედაგოგი, წლების მანძილზე სკოლის დირექტორი;
ლაურა (ლეილა) სიჭინავა, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, ლიტერატურული ფესტივალი „ქუჯი“-ს გამარჯვებული, რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორი;
ევროპის პარაჩემპიონი პარატაეკვონდოში,საქართველოს პარაოლიმპიური ნაკრების წევრი-წალენჯიხელი ლია ჩაჩიბაია;
ბუბა კუდავა-გამომცემელი, „წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი“ და “ტერენტის რვეულის”გამომცემელი , საგამომცემლო სახლის ხელმძღვანელი;
კონსტანტინე თოფურია-საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, რომელმაც წალენჯიხელ 18 სტატუსშეჩერებულ სტუდენტს სტატუსი აღუდგინა. ასევე ის გახლავთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში „ ბავშვთა აბილიტაციისა და რეაბილიტაციის ცენტრის“ პარტნიორი, მემორანდუმის ხელმომწერი წალენჯიხის ფუტსალის ნაკრებისა და საქართველოს უნივერსიტეტის ფეხბურთის გუნდის გაერთიანების ხელშემწყობი. მისი თქმით, წალენჯიხაში კიდევ ერთ მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელდება- წალენჯიხის ყველა სკოლაში საქართველოს უნივერსიტეტის ინიციატივით, რობოტექნიკისა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორია მოეწყობა.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წალენჯიხელ ლიზი კალანდიას 100% გრანტის მფლობელს სიმბოლური გასაღები გადაეცა, როგორც მუნიციპალიტეტის მართვის სიმბოლო ნათელი მომავლისა და ძლიერი,ევროპული საქართველოს აღორძინებისათვის.
ხოლო წალენჯიხელ წარმატებულ სტუდენტს,მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენელს-ნინი შელიას, მომავლის ბიჭის,ნიკო კვარაცხელიას სახელობის სტიპენდია ნიკოს დედის იზა ომაძეს ინიციატივით გადაეცა.
➡️გრანელობისადმი სახალხო დღესასწაული მომღერალ თორღვას კონცერითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
წალენჯიხა -გრანელობა
წალენჯიხა -გრანელობა
პროგრამა:
👇
10 ოქტომბერი
12:00 სთ.წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი: პარაკლისი;
➡️13:00 სთ.შეხვედრა ტერენტის სახლ-მუზეუმში;
➡️14:30 სთ.ტერენტის ძეგლის გვირგვინით შემკობა;
➡️15:00 სთ.ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზი-კონცერტი.
დოკუმენტური ფილმი “სხვა მანტია აცვია მას” ჩვენება;
⤵️17:00 სთ. გ.კალანდიას სახელობის მოედანი:
👇
ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის, ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა;
✅ წალენჯიხის საპატიო მოქალაქეების წარდგენა.
ნიკო კვარაცხელიას სახელობის სტიპენდიის გადაცემა.( იზა ომაძე)
➡️ქალაქის ცენტრში
ადმინისტრაციული ერთეულები წარმოადგენენ შემოდგომის დღესასწაულს;
✅18:00 სთ. კონცერტი-“თორღვა” გ. კალანდიას სახელობის ცენტრალური მოედანი;
✅დღის ბოლოს, ღონისძიებები გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.
მოსახლეობის საჭიროებებსა და პრიორიტეტებთან დაკავშირებით , შეხვედრები გრძელდება
მოსახლეობასთან შეხვედრები მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მოსახლეობის საჭიროებებსა და პრიორიტეტებთან დაკავშირებით , მედანის ადმინისტ5აციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.
➡️მოსახლეობასთან ღია დიალოგის მიზანია, მოსახლეობის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით , ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდეს.
➡️საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტის მასშტაბით, როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხებს,ასევე სხვა სოციალური პროექტების გაუმჯობესებას.
➡️”აქტიურად გავაგრძელებ მოსახლეობასთან შეხვედრებს, მოსახლეობასთან ვსაუბრობ მათ საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე.ძალიან მნიშვნელოვანია მოვისმინოთ და მივიღოთ ინფორმაციები იმისათვის, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი მათი საჭიროებების შესაბამისად დავგეგმოთ”-განაცხადა გიორგი ხარჩილავამ.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაოები გრძელდება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაოები გრძელდება.
პროგრამის ფარგლებში მედანის ადმინისტრაციული ერთეულის ლეფიფიეს საუბნო გზაზე ბეტონის საფარი მოეწყო.
ამავე უბანში ასევე სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ქ. წალენჯიხაში სასარიოს უბანში გზის მოხრეშვა- მოშანდაკება და ცხაურის მოწყობა, ხოლო უბილავას ქუჩაზე არსებული წისქვილის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
➡️სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს:
👇
სასმელი წყლის სისტემების, სანიაღვრე არხების, ნაპირსამაგრი სამუშაოების, შიდა გზების, ცხაურების, გარე განათებების, წისქვილების რეაბილიტაციას, სასაფლაოებისა და მოსაცდელების მშენებლობას და სხვა სახის სამუშაოებს.
პრიორიტეტები მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ხორციელდება.