მოსახლეობასთან შეხვედრები მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მოსახლეობის საჭიროებებსა და პრიორიტეტებთან დაკავშირებით , მედანის ადმინისტ5აციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.
➡️მოსახლეობასთან ღია დიალოგის მიზანია, მოსახლეობის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით , ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდეს.
➡️საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტის მასშტაბით, როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხებს,ასევე სხვა სოციალური პროექტების გაუმჯობესებას.
➡️”აქტიურად გავაგრძელებ მოსახლეობასთან შეხვედრებს, მოსახლეობასთან ვსაუბრობ მათ საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე.ძალიან მნიშვნელოვანია მოვისმინოთ და მივიღოთ ინფორმაციები იმისათვის, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი მათი საჭიროებების შესაბამისად დავგეგმოთ”-განაცხადა გიორგი ხარჩილავამ.