სამუშაო საათები: ორშ – პარ: 09:00 – 18:00

ცხელი ხაზი 599 64 70 50

ტერენტობა1

წალენჯიხა -გრანელობა 2024

🇬🇪დღეს, წალენჯიხა- გრანელობის სახალხო დღესასწაულის ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა.
➡️წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში ტ.გრანელის მოსახსენიებელი პარაკლისი წმ.ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა სერაფიმე ზარქუამ აღავლინა.
პარაკლისზე იმყოფებოდნენ: მოწვეული სტუმრები, ადგილობრივი ხელისუფლების, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და ტერენტის პოეზიის მოყვარულები.
➡️გრანელობის ფარგლებში, ასევე, ქ. თბილისსა და ბათუმში პოეტის საფლავი და ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.
➡️პარაკლისის დასრულების შემდეგ, ტერენტის სახლ- მუზეუმის ეზოში არსებული ბარელიეფი ყვავილებით შეიმკო და მხატვრული კომპოზიცია გაიმართა.
ღონისძიება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ გახსა,რომელსაც ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან, სკოლის მოსწავლეები,პედაგოგები, ტერენტის დისშვილი მამანტი როგავა ოჯახთან ერთად,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ინგირის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.
➡️ზუგდიდის,ინგირის საჯარო სკოლოლამ ტერენტის სახლ-მუზეუმს ტერენტის პორტრეტი საჩუქრად გადასცა.
ასევე ჩხოროწყუს მკვიდრმა ,ემიგრაციაში მყოფმა მიმოზა შენგელიამ გრანელის სახლმუზეუმს სიმბოლურად მოკრძალებული საჩუქარი , შალვა კამლაძის საავტორო ლიტერატურული პროექტის -ერთი ლექსი კალიგრაფში გადასცა,რომელშიც
დატანილია გრანელის ცნობილი ლექსი .
აღნიშნული კომპოზიცია საჩუქრად ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს თამარ ბელქანიას უსახსოვრეს.
➡️ღონისძიებების მსვლელობისას , გრანელის ძეგლი გვირგვინით შეიმკო . წალენჯიხის ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინო – თეატრის დარბაზში კი გრანელობისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.სადაც ა(ა)იპ კულტურის ცენტრისა და სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა. ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი-“სხვა მანტია აცვია მას.”
ღონისძიების მსვლელობისას რუსეთ-უკრაინის ომში, 10 ოქტომბერს დაღუპული წალენჯიხელის,ედიშერ კვარაცხელიას ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
➡️მოწვეულ სტუმრებსა და დარბაზში დამსწრე საზოგადოებას კი დღევანდელი დღე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ მიულოცეს.
➡️გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქტების, ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ასევე ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებმა წალენჯიხა-გრანელობის დღესასწაული ადგილობრივებსა და ჩამოსულ სტუმრებს შემოდგომის ნობათით მიულოცეს.
➡️ ღონისძიების ფარგლებში წალენჯიხის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის,წალენჯიხის საპატიო მოქალაქეები დასახელდნენ,რომლებიც სიმბოლური საჩუქრებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ დააჯილდოვეს.
➡️წალენჯიხის საპატიო მოქალაქეები გახლავთ:
ექიმ-პედიატრი ეკატერინე გოზალიშვილი, რომელიც კოვიდპანდემიის დროს თბილისიდან საცხოვრებლად წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ჩამოვიდა და წალენჯიხელთა ჯანმრთელობის სადარაჯოზე იდგა;
არდევან წულაია, მხცოვანი პედაგოგი, წლების მანძილზე სკოლის დირექტორი;
ლაურა (ლეილა) სიჭინავა, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, ლიტერატურული ფესტივალი „ქუჯი“-ს გამარჯვებული, რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორი;
ევროპის პარაჩემპიონი პარატაეკვონდოში,საქართველოს პარაოლიმპიური ნაკრების წევრი-წალენჯიხელი ლია ჩაჩიბაია;
ბუბა კუდავა-გამომცემელი, „წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი“ და “ტერენტის რვეულის”გამომცემელი , საგამომცემლო სახლის ხელმძღვანელი;
კონსტანტინე თოფურია-საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, რომელმაც წალენჯიხელ 18 სტატუსშეჩერებულ სტუდენტს სტატუსი აღუდგინა. ასევე ის გახლავთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში „ ბავშვთა აბილიტაციისა და რეაბილიტაციის ცენტრის“ პარტნიორი, მემორანდუმის ხელმომწერი წალენჯიხის ფუტსალის ნაკრებისა და საქართველოს უნივერსიტეტის ფეხბურთის გუნდის გაერთიანების ხელშემწყობი. მისი თქმით, წალენჯიხაში კიდევ ერთ მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელდება- წალენჯიხის ყველა სკოლაში საქართველოს უნივერსიტეტის ინიციატივით, რობოტექნიკისა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორია მოეწყობა.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წალენჯიხელ ლიზი კალანდიას 100% გრანტის მფლობელს სიმბოლური გასაღები გადაეცა, როგორც მუნიციპალიტეტის მართვის სიმბოლო ნათელი მომავლისა და ძლიერი,ევროპული საქართველოს აღორძინებისათვის.
ხოლო წალენჯიხელ წარმატებულ სტუდენტს,მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენელს-ნინი შელიას, მომავლის ბიჭის,ნიკო კვარაცხელიას სახელობის სტიპენდია ნიკოს დედის იზა ომაძეს ინიციატივით გადაეცა.
➡️გრანელობისადმი სახალხო დღესასწაული მომღერალ თორღვას კონცერითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

ვრცლად
Skip to content