სამუშაო საათები: ორშ – პარ: 09:00 – 18:00

ცხელი ხაზი 599 64 70 50

1

სამუშაო შეხვედრა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მ/შ ივანე ბურდულმა მერის მოადგილე თამარ ბელქანიასთან ერთად სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ივანე ბურდულმა სფეროების მიხედვით განხორციელებული აქტივობების შესახებ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და სამსახურების ხელმძღვანელ პირებს განსახორციელებელი კონკრეტული სამუშაოები განუსაზღვრა
შეხვედრაზე ასევე შეაჯამეს გასული პერიოდის საქმიანობა და იმსჯელეს არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

ვრცლად
sockomisiaq

სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის მორიგი სხდომა

დღეს, 18 ნოემბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
✅სხდომას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია ხელმძღვანელობდა.
✅სხდომას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები: რაისა ჩანგელია საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე,
მაია მიქავა-ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს თავმჯდომარე,ლაშა ზარქუა-კულტურისა და სოციალური სამსახურის უფროსი და კომისიის წევრები სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან.
✅სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ერთჯერადად ფულადი დახმარება გაეწევათ სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპული საჯარო და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელთა ოჯახებს და 100 წელს გადაცილებულ უხუცესს.

ვრცლად
465570551_963798559113278_1314691721565606618_n-min

სამუშაო შეხვედრა საბავშვო ბაღების დირექტორებთან

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ და ა(ა)იპ წალენჯიხის სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორმა მამუკა ქარდავამ საბავშვო ბაღების დირექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის დასაწყისში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას ხსოვნას პატივი მიაგეს.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაიმართა და ბაღების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს რა არის საჭირო იმისათვის, რომ ზამთარში ბაღებმა ფამართულად და შეუფერხებლად იმუშაონ.

საბავშვო ბაღის დირექტორებმა ისაუბრეს პრობლემურ საკითხებზე; აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია დროულად განხორციელდეს საბავშვო ბაღების გაზიფიცირების საკითხი. დასახელდა ასევე რამდენიმე 2014-2015 წ.წ და ასევე , 2024 წ წლებში აშენებული ბაღი, სადაც პრობლემებს ქმნის საკანალიზაციო სისტემების გაუმართავობა, თუ უხარისხო სახურავი.

ცენტრის დირექტორის მამუკა ქარდავას თქმით, მომავალ წელს უფრო მეტი ამოცანის შესრულებაა საჭირო, რადგან რვა ბაღს უწევს ავტორიზაციის პროცესი;
ითქვა, რომ დაგეგმილია ახალი ბაღების მშენებლობა და ძველის რეაბილიტაცია.

თამარ ბელქანიამ გააჟღერა ახალი ინიციატივა, რომელიც ეხება ბავშვთა უფასო სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებას ყველა საბავშვო ბაღში. უშუალოდ თამარ ბელქანიას ინიციატივით, ჩამოვლენ მაღალკვალიფიკაციური ექიმ-პედიატრები, რომლებიც ბაღის აღსაზრდელებთან უფასო გამოკვლევებს ჩაატარებენ.

ვრცლად
466586172_962344425925358_7267137196327844433_n-min

სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის მორიგი სხდომა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
✅სხდომას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია ხელმძღვანელობდა.
✅სხდომას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები: რაისა ჩანგელია საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე,
მაია მიქავა-ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს თავმჯდომარე,ლაშა ზარქუა-კულტურისა და სოციალური სამსახურის უფროსი და კომისიის წევრები სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან.
✅სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიამ განიხილა სახლდამწვარ მოქალაქეთა განცხადებები.
✅კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დაზარალებულ ოჯახს კანონის ფარგლებში, გაეწევა ფულადი დახმარება.
✅კომისიამ იმსჯელა ასევე, მომავალი 2025 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელი ახალი პროგრამების თაობაზე.

ვრცლად
a02917dd-852f-403f-bdf3-317b051c7057

მამუკა ხაზარაძე-ამონარიდი,გიორგი ხარჩილავას სამძიმრის წერილებიდან

⚫დამძიმებული ვბრუნდები წალენჯიხიდან. გია ხარჩილავა გავაცილეთ – ქართველი კაცი, ნამდვილი შვილი თავისი კუთხის და საქართველოსი!
კაცი, დაბადებული თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის.

4 წლის წინ მხოლოდ ამის გამო ჩავედი წალენჯიხაში – იქ, სადაც უახლესი ისტორიის განმავლობაში ადამიანებს ქედი არ მოუხრიათ წინააღმდეგობისთვის და არ უღალატიათ თავისუფლებისთვის. გია ამ ბრძოლის რეალური
განსახიერება იყო!

ჩვენი ძმობა სპონტანურად დაიწყო. ჯერ მან თქვა
სიტყვა ზუგდიდში ერთ დიდ თავყრილობაზე. ამ
სიტყვამ ძალიან ამაღელვა, ისეთი ნოტები შეარხია ჩემს სულში, რომელსაც სულ ვეტრფოდი – თავისუფლება, ერთიანობა, დამოუკიდებლობა…
გიას მერე მოულოდნელად ტრიბუნაზე სიტყვის თქმა
მთხოვეს, ავედი და გიას სიტყვით აჟიტირებულმა
პირველი, რაც დავინახე გაშლილი პლაკატი იყო – “წალენჯიხა თავისუფლების კუნძული”. ეს ბოლო წვეთი იყო! სპონტანურად, იმ წამს გადავწყვიტე რომ ამ ხალხთან უნდა ვიყო და მაქსიმალურად დავეხმარო ყველაზე მთავარს – თავისუფლებას, რისთვისაც წელენჯიხელები განსაკუთრებით იბრძვიან ბოლო 33 წლის განმავლობაში!

ჩემო ძვირფასო, მეომარო
და გულიანო წალენჯიხელებო, გპირდებით, არ მიგატოვებთ!

ვრცლად
7a7ac1af-eaa0-4d41-9982-8bdbfc6005e0

ლელა ჯეჯელავა-ამონარიდი,გიორგი ხარჩილავას სამძიმრის წერილებიდან

⚫გუშინ გია ხარჩილავამ საბოლოოდ გამარკვია რაშია წალენჯიხის, თავისუფლების- პატარა კუნძულის საიდუმლო, რომელიც ისტორიის სწორ მხარეს დგას თითქმის ყოველთვის.
აქაც ჩვეულებრივად უყვართ და სძულთ, აქაც იყიდებიან და ყიდიან, აქაც ჩვეულებრივად ტკენენ და ტკივათ, ცოდავენ, ინანიებენ და შეიძლება არც მოინანიონ, შურთ და დიდი კაცი თუ გამოერიათ იქაც კორტნიან, მაგრამ წალენჯიხელების უმრავლესობას აქვს ერთი დიდი ამბიცია.: მთავარი ის კი არ არის რამდენს იცოცხლებ, არამედ როგორ იცოცხლებ.

დავრწმუნდი, რომ ამას წალენჯიხაში ჯერ კიდევ დედები ასწავლიან შვილებს. გია ხარჩილავას და ნიკო კვარაცხელიას დედების მნახველს უკვე აღარ მიკვირს რატომ შემოგვრჩა თავისუფლების ეს პატარა კუნძული საქართველოში.

იქ კიდევ ბევრი დედა გაზრდის შვილს მიზნით, რომელიც სიცოცხლეზე მეტია და თავისუფლების ეს პატარა კუნძული სულ იქნება საქართველოს ისტორიის სწორ მხარეს.

ვრცლად

გიორგი ხარჩილავა უკანასკნელ გზაზე გააცილეს

წალენჯიხაში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა და პოლიტიკოსებმა წალენჯიხის მერიის წინ არსებული მოედნიდან გიორგი ხარჩილავა უკანასკნელ გზაზე გააცილეს

ვრცლად
465706376_957967603029707_822285

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას სამოქალაქო გაცილება

⚫წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის,
გიორგი ხარჩილავას დაკრძალვა: ხუთშაბათი 7 ნოემბერი.
გამოსვენება სახლიდან 14:00 სთ, ვაჟა ფშაველას N 10.
სამოქალაქო გაცილება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია
14:30 სთ
დაკრძალვა: 15:00 სთ საგვარეულო სასაფლაოზე

ვრცლად
Skip to content