სამუშაო საათები: ორშ – პარ: 09:00 – 18:00

ცხელი ხაზი 599 64 70 50

პირველკლასელთა კვება1

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის,გიორგი ხარჩილავას უპრეცენდეტო პროექტი პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა გრძელდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის,გიორგი ხარჩილავას უპრეცენდეტო პროექტი პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა გრძელდება.

🔷წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ დღეს პირველკლასელთა მშობლებს უფასო კვების ბარათები გადასცა.

მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, სკოლაში ყოფნისას, საკვები შეიძინონ.

ბარათებზე დაწესებული შეზღუდვების მიხედვით, მათი გამოყენება ონლაინ შესყიდვებისა და ბანკომატების საშუალებით შეუძლებელი იქნება. ბარათებზე შეზღუდვები, გარკვეული რისკებისთვის თავის არიდების მიზნით დაწესდა.

🔷ბარათზე დარიცხული იქნება დღეში 4 ლარი, კვირის განმავლობაში 20 ლარიანი ლიმიტით . წელს საჯარო სკოლებში 290 პირველკლასელი დარეგისტრირდა.

ვრცლად
სოფლის პროგრამა ობუჯში1

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში სამუშაოები გრძელდება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში სამუშაოები გრძელდება.
ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის ჯაღირა ნაიშმარუს საუბნო გზებზე ბეტონის საფარი მოეწყო.
ობუჯი-გალურის უბანში გარე განათებები, ჭაჭახის უბანში ცხაურები, ხოლო ობუჯის ცენტრში მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად, დამატებით სასმელი წყლის ავზი მოეწყო.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს:
👇
სასმელი წყლის სისტემების, სანიაღვრე არხების, ნაპირსამაგრი სამუშაოების, შიდა გზების, ცხაურების, გარე განათებების, წისქვილების რეაბილიტაციას, სასაფლაოებისა და მოსაცდელების მშენებლობას და სხვა სახის სამუშაოებს.
პრიორიტეტები მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ხორციელდება.

ვრცლად
სოფლის პროგრამა1

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში სამუშაოები გრძელდება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში სამუშაოები გრძელდება.
აღნიშნული პროგრამით,ლიის ადმინისტრაციული ერთეულის N2 საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.
N3 საბავშვო ბაღისთვის შეძენილიქნა სათამაშოები.
ასევე მახარიას უბანში მიმდინარეობს ჭაბურღილის მოწყობა, რომელიც 12 ოჯახს სასმელი წყლით უზრუნველყოფს.
➡️სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს:
👇
სასმელი წყლის სისტემების, სანიაღვრე არხების, ნაპირსამაგრი სამუშაოების, შიდა გზების, ცხაურების, გარე განათებების, წისქვილების რეაბილიტაციას, სასაფლაოებისა და მოსაცდელების მშენებლობას და სხვა სახის სამუშაოებს.
პრიორიტეტები მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ხორციელდება.

ვრცლად
საბავშვო ბაღი1

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ახალი სასწავლო წელი განახლდა

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ახალი სასწავლო წელი განახლდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია საბავშვო ბაღებში იმყოფებოდა, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მათ ერთიან, ძლიერ საქართველოში ცხოვრება და წარმატებები უსურვა.

სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, თამარ ბელქანია ასევე საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის N3 საბავშვო ბაღში იმყოფებოდა სადაც პატარები აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოდიან. პედაგოგებსა და მშობლებს გაესაუბრა და მათ პრობლემური საკითხების მოგვარებაც აღუთქვა.
ამ დროისათვის წალენჯიხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 800-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული,კვება სამჯერადია მაღალკალორიული და ერთი ხემსით.

ვრცლად

დაზიანებული ხიდის მშენებლობის სამუშაოები 42 გრძივ მეტრზე დასრულდა

საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის,ლეშეროზიეს უბანში,სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის მშენებლობის სამუშაოები 42 გრძივ მეტრზე დასრულდა.

აღნიშნული ტერიტორიაზე არსებული ხიდი სტიქიის შედეგად(ძლიერი წვიმა და მეწყერი) მთლიანად დაზიანდა და მასზე ავტომობილით გადაადგილება შეუძლებელი იყო.
ახალი საავტომობილო ხიდი სტანდარტების შესაბამისია, გამოყოფილია საფეხმავლო ნაწილი და
მოასფალტდა ხიდზე გადასასვლელი გზაც.

პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით დაფინანსდა.
ლეშეროზიეს უბანში მცხოვრებ მოსახლეობას და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა ადგილზე შეხვდა და გაესაუბრა. მოსახლეობას ახალი პროექტის დასრულება მიულოცა და მათ სამომავლო პროექტებზეც ესაუბრა.

ვრცლად

ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯებირის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში, ქ.წალენჯიხაში აღმაშენებლის ქუჩაზე არსებულ სასაფლაოებთან,მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯებირის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

ვრცლად
სხდომა1

მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარᲩილავამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარᲩილავამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მ/შ ალბერტ ჭანია ესწრებოდა.
გიორგი ხარᲩილავამ მერის წარმომადგენლებისგან სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებზე، წყალმომარაგებისა და სტიქიის სალიკვიდაციო ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებზე ინფორმაციები მოისმინა და განიხილა.
აღსანიშნავია، რომ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განხორციელება ადმინისტრაციულ ერთეულებში აქტიურად მიმდინარეობს.
Გიორგი ხარჩილავას თქმიᲗ، აუცილებელია სამუშაოებზე ყოველდღიური მონიტორინგი ،რაᲗა პროექტები ხარისხიანად განხორციელდეს.

ვრცლად
სოფლის პროგრამა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში სხვადასხვა სახის სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნული პროგრამით,სოფელ ეწერში შიდა საუბნო გზების მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები ლექარდეს, ლეფიფიესა და ლეჭანტურიეს უბნებში განხორციელდა.
მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში , კერძოდ, ლარას უბანში მოსაცდელის მშენებლობა მიმდინარეობს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს:
👇
სასმელი წყლის სისტემების, სანიაღვრე არხების, ნაპირსამაგრი სამუშაოების, შიდა გზების, ცხაურების, გარე განათებების, წისქვილების რეაბილიტაციას, სასაფლაოებისა და მოსაცდელების მშენებლობას და სხვა სახის სამუშაოებს.
პრიორიტეტები მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ხორციელდება.

ვრცლად
Skip to content