სამუშაო საათები: ორშ – პარ: 09:00 – 18:00

ცხელი ხაზი 599 64 70 50

დაზიანებული ხიდის მშენებლობის სამუშაოები 42 გრძივ მეტრზე დასრულდა

საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის,ლეშეროზიეს უბანში,სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის მშენებლობის სამუშაოები 42 გრძივ მეტრზე დასრულდა.

აღნიშნული ტერიტორიაზე არსებული ხიდი სტიქიის შედეგად(ძლიერი წვიმა და მეწყერი) მთლიანად დაზიანდა და მასზე ავტომობილით გადაადგილება შეუძლებელი იყო.
ახალი საავტომობილო ხიდი სტანდარტების შესაბამისია, გამოყოფილია საფეხმავლო ნაწილი და
მოასფალტდა ხიდზე გადასასვლელი გზაც.

პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით დაფინანსდა.
ლეშეროზიეს უბანში მცხოვრებ მოსახლეობას და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა ადგილზე შეხვდა და გაესაუბრა. მოსახლეობას ახალი პროექტის დასრულება მიულოცა და მათ სამომავლო პროექტებზეც ესაუბრა.

ვრცლად

ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯებირის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში, ქ.წალენჯიხაში აღმაშენებლის ქუჩაზე არსებულ სასაფლაოებთან,მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯებირის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

ვრცლად
სხდომა1

მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარᲩილავამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარᲩილავამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მ/შ ალბერტ ჭანია ესწრებოდა.
გიორგი ხარᲩილავამ მერის წარმომადგენლებისგან სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებზე، წყალმომარაგებისა და სტიქიის სალიკვიდაციო ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებზე ინფორმაციები მოისმინა და განიხილა.
აღსანიშნავია، რომ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განხორციელება ადმინისტრაციულ ერთეულებში აქტიურად მიმდინარეობს.
Გიორგი ხარჩილავას თქმიᲗ، აუცილებელია სამუშაოებზე ყოველდღიური მონიტორინგი ،რაᲗა პროექტები ხარისხიანად განხორციელდეს.

ვრცლად
სოფლის პროგრამა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში სხვადასხვა სახის სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნული პროგრამით,სოფელ ეწერში შიდა საუბნო გზების მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები ლექარდეს, ლეფიფიესა და ლეჭანტურიეს უბნებში განხორციელდა.
მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში , კერძოდ, ლარას უბანში მოსაცდელის მშენებლობა მიმდინარეობს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს:
👇
სასმელი წყლის სისტემების, სანიაღვრე არხების, ნაპირსამაგრი სამუშაოების, შიდა გზების, ცხაურების, გარე განათებების, წისქვილების რეაბილიტაციას, სასაფლაოებისა და მოსაცდელების მშენებლობას და სხვა სახის სამუშაოებს.
პრიორიტეტები მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ხორციელდება.

ვრცლად
დამეწყრილი მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები ჩქვალერში1

ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში დამეწყრილ გზის მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში დამეწყრილ გზის მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულ მონაკვეთზე სპეციფიკური სამუშაოები, (ხიმინჯოვანი კედლების მოწყობა) განხორციელდა.
გზაზე სპეცტექნიკით გადაადგილება შეუძლებელი იყო,რის გამოც, ტექნიკის გადაადგილების მიზნით მდინარეზე გადასასვლელიც მოეწყო.
აღსანიშნავია,რომ ეს გზა ჩქვალერიდან-ქალაქ ჯვარსა და საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულს აკავშირებს, რომელიც წლების მანძილზე იმეწყრებოდა და დროდადრო ტრანსპორტის გადაადგილებას საფრთხე ექმნებოდა.

ვრცლად
არქეოლოგიური გათხრები1

არქეოლოგიური გათხრები ჩვინარეს ხეობაში

მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის, ჩვინარეს ხეობაში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს,რომელსაც შპს “მთის კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრი” თამარ გიორგაძის ხელმძღვსნელობით აწარმოებს.
ამ ეტაპზე მიკვლეულია შუა საუკუნეების ნაეკლესიარი. გათხრები გრძელდება.

აღნიშნულთნ დაკავშირებით, გასულ წელს ჩვინარეს ხეობაში არქეოლოგიის ინსტიტუტის დოქტორანტებმა ძველი სამარხი გაასუფთავეს,სადაც ტაძრის კედლები გამოჩნდა და დაიგეგმა ექსპედიცია.

ვრცლად
ტაძრის იუბილე1

დღეს ,19 აგვისტოს,წალენჯიხაში მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის ათასწლოვანი იუბილე აღინიშნება

დღეს ,19 აგვისტოს,წალენჯიხაში მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის ათასწლოვანი იუბილე აღინიშნება.
დღესასწაულთან დაკავშირებით, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა .
წირვის დასრულების შემდეგ ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა ქადაგებით მიმართა მრევლს დღესასწაული მიულოცა.
ღონისძიების ფარგლებში,
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის შესახებ ილუსტრირებული წიგნ-ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ წარადგინა და მუნიციპალიტეტის სახელით, საჩუქრად მეუფე გერასიმეს გადასცა. საზოგადოებას დღევანდელი დღე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ,მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ და მეუფე გერასიმემ მიულოცეს და ამ დღის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
ღონისძიებების ფარგლებაში წალენჯიხის, ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში კონფერენცია გაიმართა,რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ და მეუფე გერასიმემ გახსნეს.
კონფერენციაზე საზოგადოების წინაშე წარსდგნენ, ავთო თორდია, მერაბ ბუჩუკური,ზაალ ქორთუა,
პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, ისტორიის დოქტორი ლევან ჯიქია,
საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ნანა ბურჭულაძე.
საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი მანანა სანაძე,საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ნინო ჩიხლაძე.
დღის ბოლოს ღონისძიებების ფარგლებში წალენჯიხის გოგი კალანდიას სახელობის მთავარ მოედანზე ასევე სახალხო ზეიმი გაიმართა, სადაც მოეწყო მეწარმე-ფერმერთა ნაწარმის გამოფენა გაყიდვა. ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებმა კი თავიანთ კუთხე სხვადასხვა სახის სანოვაგით წარმოაჩინეს.
ღონისძიებები საღამოს ადგილობრივი მუსიკოს-შემსრულებლებისა და ბენდი “შარა”-ს მონაწილეობით დასრულდება.

ვრცლად
Skip to content