31 მარტი საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით, ქალაქ წალენჯიხაში ზვიად გამსახურდიას ბიუსტი და
ზვიადის გორა მოქალაქეებმა ყვავილებით შეამკეს.
ა(ა)იპ კულტურის ცენტრის ორგანიზებით, წალენჯიხის მთვარი ბიბლიოთეკის დარბაზში დღევანდელი დღისადმი მიძღვნილი შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.სადაც მოსწავლეებმა ამ დღისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ და მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორმა ნუნუ შანავამ მიმართეს, რომლებმაც ეროვნული გმირის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს.
შეხვედრას ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გაიმართა დისკუსია, სადაც პირველი პრეზიდენტის მოღვაწეობაზე, საქართველოს ეროვნულ გმირებზე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის როლზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრმა ელეონორა მებონიამ გააჟღერა ინიციატივა, რომ შანავების ოჯახში, სადაც ზვიად გამსახურდია იმყოფებოდა განთავსდეს მემორიალური დაფა, სადაც მითითებული იქნება თარიღი რომელ წლებში იმყოფებოდა პირველი პრეზიდენტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.
შეხვედრაზე ხაზგასმით ისაუბრეს დღევანდელი დღის მნიშვნელობასა და რეფერენდუმის როლზე, როგორც ქართული სახელმწიფოს ისტორიულ მონაპოვარზე, საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი, სუვერენული და ევროპული ორიენტირების ქვეყანა.