სამუშაო საათები: ორშ – პარ: 09:00 – 18:00

ცხელი ხაზი 599 64 70 50

სოცკომისია1

მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის 2025 წლის პირველი სამუშაო სხდომა

დღეს, 30 იანვარს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის 2025 წლის პირველი სამუშაო სხდომა გაიმართა.

✅სხდომას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია ხელმძღვანელობდა.

✅სხდომას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები: რაისა ჩანგელია საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
მაია მიქავა-ფრაქცია”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს თავმჯდომარე;

ლაშა ზარქუა-კულტურისა და სოციალური სამსახურის უფროსი და კომისიის წევრები სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან.
✅სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიამ განიხილა ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახთა განცხადებები და დახმარების გზებზე იმსჯელა.

ვრცლად

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, საბავშვო ბაღების პედაგოგებს ხელფასი, 10%-იანი ზრდის პარალელურად, დამატებით 125 ლარითაც გაეზრდებათ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, საბავშვო ბაღების პედაგოგებს ხელფასი, 10%-იანი ზრდის პარალელურად, დამატებით 125 ლარითაც გაეზრდებათ

➡️წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საბავშო ბაღის თანამშრომლებს ყოველწლიური 10%-იანი ზრდის შემდეგ, ხელფასი დამატებით 125 ლარითაც გაეზრდებათ. ეს სიახლე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვანო ბურდულმა და წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ წყოუშის მესამე საბავშვო ბაღის პედაგოგებსა და მშობლებს პირადად გააცნეს.

ამავე შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ წალენჯიხის ხელისუფლებამ საბავშვო ბაღის ერთ აღსაზრდელზე საკვების ღირებულება 7 ლარი გახადა, ანუ ბავშვები, სხვა საკვებთან ერთად, ხაჭაპურსაც მიირთმევენ.
აღსანიშნავია, რომ ფახულანი ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს, სადაც საბავშვო ბაღში ბავშვები დროებით ოკუპირებული გალიდანაც დადიან.

ვრცლად
112

სარიას ქუჩის მაცხოვრებლები წალენჯიხის მერის მოადგილეს – თამარ ბელქანიას შეხვდნენ

დღეს, ქალაქ წალენჯიხის , სარიას ქუჩის მაცხოვრებლები წალენჯიხის მერის მოადგილეს – თამარ ბელქანიას შეხვდნენ.
➡️მათ, რამდენიმე პრობლემური საკითხის მოგვარება ითხოვეს.
1) გარეული ცხოველით (მგელით), გამოწვეული პრობლემა, რომელიც ადგილობრივებს შინაურ ცხოველებს უნადგურებს და მოსახლეობისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს;
2) სარიას ქუჩის წაყალმომარაგების პრობლემა;
3) საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება/მოხრეშვა.
➡️მერის მოადგილემ, თამარ ბელქანიამ მოქალაქეებს აღუთვა, რომ უახლოეს მომავალში სამივე საკითხი დადებითად გადაწყდება.

ვრცლად
toba1

ტობავარჩხილი წალენჯიხის გამორჩეული სავიზიტო ბარათია

🇬🇪ტობავარჩხილი, რომელიც წალენჯიხის გამორჩეული სავიზიტო ბარათია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებშია მოქცეული, რაც MAPS.GOV.GE-ზეც ჩანს, – ამის შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ საზოგადოება, წალენჯიხელის “ წარმომადგენლებსა და შესაბამის სამსახურებთან ერთად გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი ცვლილებები მხოლოდ მთავრობის გადაწყვეტილებისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოებს შორის შეთანხმებით ხდება, თუმცა მთავრობასა და წალენჯიხის საკრებულოს შორის მსგავსი შეთანხმება არ არსებობს.
„ვიტოვებ იმედს, რომ ეს ტექნიკური ხარვეზია,“ – განაცხადა ბელქანიამ.
მისივე ცნობით, სახელმწიფო რეესტრსა და სამეგრელოს სამხარეო ადმინისტრაციას უკვე გაეგზავნა წერილი, სადაც ნათლად წერია, რომ მსგავსი გადაცდომები, სამწუხაროდ, პირველი შემთხვევა არ არის.
შეგახსენებთ: მხოლოდ ტობავარჩხილი კი არა, ომუნეს კოშკიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
საერთოდ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი მდიდარია ბუნების ძეგლებით, მდინარეებით, წყალსაცავებით, ტბებით და სხვა მრავალი ტურისტული სივრცით.
➡საზოგადოება წალენჯიხელის წევრებმა და სამსახურების წარმომადგენლებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა), იგივე დიდი ტობა მდებარეობს მხოლოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.
➡შახი ლატარია, საზოგადოება წალენჯიხელის თავმჯდომარე: “…ეროვნული რეესტრის მხრიდან მსგავსი შეცდომები პირველი არ გახლავთ, რაც გონივრულ ეჭვებს ბადებს, რომ ეს ხდება მიზანმიმართლად. ყველაზე დიდი ტობა, არის წალენჯიხის. საჯარო რეესტრი კი ყოველთვის უშვებს შეცდომას წალენჯიხის საზიანოდ.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თუ ორ კვირაში არ შეცვალა დაშვებული შეცდომა, მაშინ იძულებული ვიქნებით წალენჯიხელებმა მივმართოთ კანონით გათვალისწინებულ ზომებს.
➡ გონერ სალია- (საზოგადოება წალენჯიხელი) გამოთხოვილ იქნეს დოკუმენტების ასლი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიდან ტობავარჩხილთან დაკავშირებით, სადაც ცალსახად იქნება დაწერილი, რომ ამ გადაცდომას ისინი ემიჯნებიან.
ზურაბ სამუშია, მერიის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების სპეციალისტი-:”,
… ოხოჯეს ტობა არის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საზღვრებში. ლუგელას ხეობაში მიმდინარეობს ჰესების მშენებლობა და არსებობს გარკვეული გონივრული ეჭვი, იმისა, რომ გარკვეული ბიზნეს ინტერესია წალენჯიხის ტობავარჩხილის მოქცევა ჩხოროწყუს ტურისტულ ზონაში, რაც ყოვლად დაუშვებელია. იგივეს ვიტყოდი ომუნეს კოშკის ირგვლივ გაურკვევლობაზეც, უკვე სვანეთის მხრიდან,
წალენჯიხაში მდებარეობს ომუნეს კოშკი, ხოლო ეროვნული სააგენტოს მიერ დაშვებული შეცდომის გამო ბევრი გაურკვევლობა და კითხვები გაჩნდა, რომ ის სვანეთის ადმინისტრაციულ საზღვრებშია. საზოგადოება წალენჯიხელის წევრებმა მელორ ზარქუამ, ჯულიეტა როგავამ და ძეგლთა დაცვის სფეროს სპეციალისტმა ზურაბ სამუშიამ აღნიშნეს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადრეული კოდებით საზღვრები ყველა მიმართულებით, ეს იქნება სვანეთი თუ ჩხოროწყუ სამწუხაროდ შეცვლილია;
➡ტობავარჩხილი და ომუნეს კოშკი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.
შეხვედრაზე იმსჯელეს, თუ სად გადის საზღვრები ბიზნეს-ინტერესებსა და მუნიციპალიტეტებს შორის დაითქვა ისიც რომ პრობლემაა, როდესაც აღარ არსებობს ე.წ ბუნების ძეგლების ჩამონათვალი.
აღნიშნული თემიდან გამომდინარე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაგზავნილ იქნა წერილი რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციაში , რათა მოხდეს დაჩქარებული წესით ცვლილებების შეტანა ტობავარჩხილის ტერიტორიის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
ბოლოს, აღინიშნა ისიც რომ მაგ; ევროკავშირის პროექტების განხილვისას კონკრეტული მუნიციპალიტეტები წარადგენენ საკუთარ ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ძეგლებს ეს იქნება კონსერვაცია რესტავრაცია თუ სხვა რამ, ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადმინისტრაციული საზღვრების სამართლებრივ ფარგლებს; მით უფრო ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებისას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ სამართლებრივ ბერკეტს.
შეხვედრისას გადაწყდა, რომ მსგავსი შეხვედრა შედგება ორი კვირის შემდეგ, რომ დაიგეგმოს სამომავლო სტრატეგია.

ვრცლად

სპორტული ტრენაჟორები ღია ცის ქვეშ

სპორტული ტრენაჟორები ღია ცის ქვეშ-წალენჯიხის მერია პროექტების განხორციელებას განაგრძობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში ,ღია ცის ქვეშ მოსწავლე–ახალგაზრდობის სკვერში, სპორტული ტრენაჟორები მოეწყო.

ტრენაჟორებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა 10 000 ლარმდე გამოიყო. როგორც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე ბურდულმა აღნიშნა, პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს და ის ყველა უბანს მოიცავს.

“ბევრი მოედანი და სავარჯიშო ადგილი უნდა გაიხსნას, რომ ადამიანები დაიტვირთონ სპორტით და მეტი ივარჯიშონ. ეს პროექტი გაგრძელდება და თითქმის ყველა უბანში მოეწყობა”,–განაცხადა ბურდულმა

ტრენაჟორებზე ასაკი შეუზღუდავია და ყველა თაობაზეა გათვლილი.

ვრცლად

სოფელ ლესალეში, საავტომობილო გზის 2 კმ.მანძილზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ჯგალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ლესალეში, საავტომობილო გზის 2 კმ.მანძილზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მ/შ ივანე ბურდული ადგილზე გაეცნო .

აღსანიშნავია,რომ გზის ამ მონაკვეთზე მოსახლეობას გადაადგილება მუდმივად უჭირდა და სარეაბილოტაციო სამუშაოებიც წლების მანძილზე არ ჩატარებულა.

ვრცლად
Skip to content