თოვლის საფარისგან გზები ინტენსიურად იწმინდება
წალენჯიხის მერია მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს.
წალენჯიხის მერის მოადგილის თამარ ბელქანიას ცნობით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სპეციალური ტექნიკა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და იწმინდება გზები.
ამ დროისთვის , როგორც თამარ ბელქანია აცხადებს, მუნიციპალიტეტში გადაუღებლად თოვს
ცენტრალური საავტომობილო გზები გახსნილია
წალენჯიხის მუმიციპალიტეტის მასშტაბით, ცენტრალური საავტომობილო გზები გახსნილია, მიმდინარეობს ადმინისტრაციულ ერთეულებში – შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები.
აღდგენილია დაზიანებული ელექტეოსადენები და გაზმომარაგების სისტემები.
მერია უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას როგორც ქალაქში, ასევე მიმდებარე სოფლებში.
სამსახურები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.
24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი-
⤵️
☎️- 599 64 70 50 და ყველა შემოსულ ზარზე ხდება დროული რეაგირება.
წალენჯიხის მერია მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს
უხვი ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო შექმნილი პრობლემების გათვალისწინებით, წალენჯიხის მერია მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს.
წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებლის ვანო ბურდულის ცნობით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სპეციალური ტექნიკა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, იწმინდება გზები.
ბურდულის განცხადებით, ტრანსპორტი ყველა მიმართულებით გადაადგილდება, თუმცა, ინტენსიური თოვის გამო, გარკვეულ მონაკვეთებზე შეფერხებებია
დიდთოვლობასთან დაკავშირებით,წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბი
დიდთოვლობასთან დაკავშირებით,წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მ/შ ივანე ბურდულის ხელმძღვანელობით,რომელშიც ჩართულია მერიის შესაბამისი სამსახურები და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.
შექმნილია ცხელი ხაზი:
შეგიძლიათ დარეკოთ 24 საათის განმავლობაში მითითებულ ნომერზე:
⤵️
☎️ 599647050
უხვი ნალექისგან შექმნილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.
მობილიზებულია ტექნიკა, ამ ეტაპზე ცენტრალური საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ ქალაქ წალენჯიხისა და ქალაქ ჯვარის ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურები.
საკრებულოში მერიის მოთხოვნით რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელიც მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომაზე განსახილველი საკითხები იყო
დღეს, წალენჯიხის საკრებულოში მერიის მოთხოვნით რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელიც მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობდა.
სხდომაზე განსახილველი საკითხები იყო;
1. 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა.
2. 2024 წლის ბიუჯეტის ნაშთის პრიორიტეტების მიხედვით განაწილება.
3. მერიას დაქვემდებარებულ ა(ა)იპ-ებში ხელფასების ზრდა.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, წალენჯისის მუნიციპალიტეტის მერიაში საკრებულოს ფრაქციებიდან შენიშვნები არ შესულა.
მიუხედავად ამისა, საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადეს, თითქოს მერია არ გეგმავდა ა(ა)იპ-ების თანამშრომელთათვის ხეფასების გაზრდას და თითქოს პროცედურა დაგვიანებული იყო. მიუხედავად ამისა, მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ივანე ბურდულმა აღნიშნული ბრალდებები გააბათილა და თქვა, რომ ფინანსთა სამინისტროდან შესაბამისი პასუხი წერილობითი სახით სწორედ დღეს მიიღო.
აღსანიშნავია ისიც, რომ საბავშვო ბაღის თანამშრომლებისთვის, იანვრისა და თებერვლის თვის დანამატების გაცემა, ა(ა)იპ-ის ანგარიშზე თანხის ასახვისთანავე იქნება შესაძლებელი.
იმისათვის, რომ ა(ა)იპ-ების თანამშრომელთათვის ხელფასის 125 ლარით გაზრდა მოხდეს, წელიწადში 1,2 მილიონი ლარია საჭირო. გასულ კვირას, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნულთან დაკავშირებით სიტყვიერი თანხმობა მიიღო, ხოლო დღეს ოფიციალური დასტური, რომ ამ თანხის ნახევარს, 600,000 ლარს გამოყოფდნენ.
იმისათვის რომ არ დაგვიანებულიყო თანამშრომლებისთვის ხელფასების მატების საკითხის განხილვა, 24 თებერვალს, ოფიციალური პასუხის მიღების დღესვე იქნა საკრებულოს სხდომაზე საკითხი განხილული.
მწვავე კამათის მიუხედავად, მერიის ინიციატივები საკრებულოს მიერ სრულად იქნა გაზიარებული.
საბჭოთა ოკუპაციიდან 104 წელი გავიდა.
წალენჯიხის მერია მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს
უხვი ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო შექმნილი პრობლემების გათვალისწინებით, წალენჯიხის მერია მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს.
წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებლის ვანო ბურდულის ცნობით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სპეციალური ტექნიკა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, იწმინდება გზები.
ბურდულის განცხადებით, ტრანსპორტი ყველა მიმართულებით გადაადგილდება, თუმცა, ინტენსიური თოვის გამო, გარკვეულ მონაკვეთებზე შეფერხებებია