სამუშაო საათები: ორშ – პარ: 09:00 – 18:00

ცხელი ხაზი 599 64 70 50

31 მარტიი

31 მარტი საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

31 მარტი საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით, ქალაქ წალენჯიხაში ზვიად გამსახურდიას ბიუსტი და
ზვიადის გორა მოქალაქეებმა ყვავილებით შეამკეს.

ა(ა)იპ კულტურის ცენტრის ორგანიზებით, წალენჯიხის მთვარი ბიბლიოთეკის დარბაზში დღევანდელი დღისადმი მიძღვნილი შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.სადაც მოსწავლეებმა ამ დღისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ და მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორმა ნუნუ შანავამ მიმართეს, რომლებმაც ეროვნული გმირის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს.

შეხვედრას ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გაიმართა დისკუსია, სადაც პირველი პრეზიდენტის მოღვაწეობაზე, საქართველოს ეროვნულ გმირებზე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის როლზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრმა ელეონორა მებონიამ გააჟღერა ინიციატივა, რომ შანავების ოჯახში, სადაც ზვიად გამსახურდია იმყოფებოდა განთავსდეს მემორიალური დაფა, სადაც მითითებული იქნება თარიღი რომელ წლებში იმყოფებოდა პირველი პრეზიდენტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

შეხვედრაზე ხაზგასმით ისაუბრეს დღევანდელი დღის მნიშვნელობასა და რეფერენდუმის როლზე, როგორც ქართული სახელმწიფოს ისტორიულ მონაპოვარზე, საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი, სუვერენული და ევროპული ორიენტირების ქვეყანა.

ვრცლად

ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში დამეწყრილი საავტომობილო გზის მონაკვეთზე ბეტონის კონსტრუქციის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში დამეწყრილი საავტომობილო გზის მონაკვეთზე ბეტონის კონსტრუქციის მოწყობის
სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
აღნიშნულ მონაკვეთზე სპეციფიკური სამუშაოები, (ხიმინჯოვანი კედლების მოწყობა) განხორციელდა.
გზაზე სპეცტექნიკით გადაადგილება შეუძლებელი იყო,რის გამოც, ტექნიკის გადაადგილების მიზნით მდინარეზე გადასასვლელიც მოეწყო.
სამუშაოები 200 გრძივ მეტრზე ხორციელდება. ბეტონის კონსტრუქცია კი დაიცავს გზას მეწყერისაგან.
აღსანიშნავია,რომ ეს გზა ჩქვალერიდან-ქალაქ ჯვარსა და საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულს აკავშირებს, რომელიც წლების მანძილზე იმეწყრებოდა და დროდადრო ტრანსპორტის გადაადგილებას საფრთხე ექმნებოდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მ/შ ივანე ბურდული აღნიშნულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და მშენებლებს გაესაუბრა.

ვრცლად

ქალაქ წალენჯიხაში, სასარიოს უბანში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მძლავრი ტუმბოს მონტაჟი მიმდინარეობს

ქალაქ წალენჯიხაში, სასარიოს უბანში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მძლავრი ტუმბოს მონტაჟი მიმდინარეობს.
სასარიოს უბანში ამ სისტემით 50-მდე ოჯახი სასმელი წყლით მარაგდება.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით 4 ახალი წყალსატუმბი შეიცვალა.
მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხები წარმოადგენს და ბოლო სამი წლის განმავლობაში 6 ათასი ოჯახი სასმელი წყლით იქნა უზრუნველყოფილი.

ვრცლად

წყალმომარაგება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

წყალმომარაგება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ინწირას ხეობაში დიდთოვლობის შედეგად სასმელი წყლის მილები დაზიანდა, რის შედეგადაც ადმინისტრაციულ ერთეულებში წყალმომარაგება შეზღუდულია.
აღნიშნულიდან გამომდინარე,უახლოეს პერიოდში მილების სრული რეაბილიტაცია დაიწყება და მოსახლეობას წყალმომარაგება სრული დატვირთვით მიეწოდება.

ვრცლად

ივანე ბურდული ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მ/შ ივანე ბურდული ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს.
📣 მერიის ცხელი ხაზი:
⤵️
☎️ 599 64 70 50

ვრცლად

საგანგებო თათბირი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მ/შ ივანე ბურდულმა მერის წარმომადგენლებთან და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან საგანგებო თათბირი გამართა.
დეტალურად იქნა განცილული ყველა ის პრობლემა, რომელიც მუნიციპალიტეტში ბოლო დროს იჩინა თავი-საქმე მოხშირებულ ხანძრებს ეხება.
საუბარი შეეხო ასევე სტიქიის (წყალდიდობის) შემთხვევაში პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ვრცლად

ვლადიმერ შანავას სახელობის სპორტდარბაზის შენობაში ამხანაგური მმატჩი გაიმართა

ქალაქ წალენჯიხაში ვლადიმერ შანავას სახელობის სპორტდარბაზის შენობაში ამხანაგური მმატჩი გაიმართა.
ა(ა)იპ წალენჯიხის სასპორტო ცენტრთან არსებულმა გოგონათა ფრენბურთის გუნდმა ამხანაგური მმატჩი ხონის სასპორტო ცენტრთან არსებულ გუნდთან გამართა.
შეხვედრა ქალაქ ჯვარის გოგონათა გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ წალენჯიხაში ჩამოყალიბდა ვაჟთა ფრენბურთის გუნდი, რომელსაც შესაძლებლობა აქვს ყოველდღიური ვარჯიშები ახალრეაბილიტირებულ სპორტკომპლექსის დარბაზში განახორციელოს.
წვრთნები დარბაზში სპორტის სხვადასხვა სახეობებში მიმდინარეობს, მათ შორის კრივში,ფეხბურთსა და კალათბურთში.
სპორტკომპლექსში ამ დროისათვის 50-მდე ბავშვი ირიცხება და გადის წრთვნებს.
ახლადრეაბილიტირებული სპორტკომპლექსი სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალებას მისცემს კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამართონ ტურნირები. აღნიშნული აქტივობები ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად ახორციელებს სპორტული მოედნებისა და კომპლექსების რეაბილიტაციას , რათა ხელმისაწვდომი გახდეს სპორტული ინფრასტრუქტურა და დაინერგოს ჯანსაღი ცხოვრების წესი ახალგაზრდებში.
#სპორტიჯანსაღიცხოვრენისწესია

ვრცლად

ქალაქ ჯვარში თავისუფალი ჭიდაობის დარბაზს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ქალაქ ჯვარში თავისუფალი ჭიდაობის დარბაზს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მ/შ ივანე ბურდული საჭიდაო დარბაზის ადმინისტრაციას შეხვდა და ადგილზე გაეცნო არსებულ პრობლემებს.
საჭიდაო დარბაზში 50-მდე ახალგაზრდა ვარჯიშობს. მათ რთულ გარემო-პირობებში უწევთ ვარჯიში, დარბაზში არაა გათბობის სისტემა და ყველა ის საჭირო პირობები რაც თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პირობების დამკვიდრებაა; აქედან გამომდინარე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარი გამოიყო დარბაზის სარეაბილიტაციოდ, რომლის ფარგლებშიც გათბობის სისტემები, სველი წერტილები და სხვა ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
თავისუფალი ჭიდაობის დარბაზს სარეაბილიტაციო სამუშაოები 2006 წლის შემდეგ არ ჩატარებია.

ვრცლად
Skip to content