ადგილობრივი ხელისუფლება რეგიონში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ ხელისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
როგორც წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია “თაიმერთან” საუბრისას განმარტავს, აღნიშნულ შეხვედრას სამეგრელოში არსებული 25-მდე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გაიმართა. შევხვდით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში და ზოგადად, სამეგრელოში ოპერირებს. მიმართულებები არის: ჯანდაცვა, სოციალური საკითხები, სასკოლო განათლება, ინფრასტრუქტურული პროექტები. ასევე, საგულისხმოა ის, რომ ჩვენ გავიცანით და გავაცანით ჩვენი პრიორიტეტები. ერთობლივი მუშაობის ფონზე, ის შედეგები იქნება დადებული, რაც მოსახლეობისთვის, თითოეული მოქალაქისთვის ხილულ სიკეთეს გულისხმობს”, – განაცხადა “თაიმერთან” საუბრისას თამარ ბელქანიამ.