ახალი ალბომის- ” წალენჯიხა-ფერისცვალების ტაძარი” პრეზენტაცია
დღეს, წალენჯიხის ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ და გამომცემლობა არტანუჯის წარმომადგენელმა,პოეტმა ზვიად კვარაცხელიამ ახალი ალბომის- ” წალენჯიხა-ფერისცვალების ტაძარი” პრეზენტაცია გამართეს.
📚წიგნში მოიცავს ისტორიას შუა საუკუნეების წალენჯიხის ფერისცვალების საკათედრო ტაძრის ისტორიულ ამბებს.
უხვად ილუსტრირებული ორენოვანი ალბომი წალენჯიხის ეკლესიისა და მისი ფრესკების შესახებ განკუთვნილია საქართველოს ისტორიითა და კულტურით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის.
ფოტოგრაფი გახლავთ – ზაქარია ჭელიძე;
ტექსტის ავტორი – ნელი ჩაკვეტაძე;
დიზაინერი – ვიოლა ტუღუში;
📚აღნიშნული წიგნი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმეს (შარაშენიძე) ლოცვა-კურთხევითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ხარჩილავასა და მერის მოადგილის თამარ ბელქანიას ინიციატივით დაიბეჭდა.