ანგარიში წყალმომარაგების საკითხებთან დაკავშირებით
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა.
მან ყურადღება გაამახვილა პრობლემური საკითხის დადებითად გადაჭრის გზებზე და აღნიშნა,რომ წყალმომარაგების კუთხით მოსახლეობის უზრუნველყოფა მერიის მუშაობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ საკითხზე ყოველდღიური მუშაობა მიმდინარეობს
გიორგი ხარჩილავამ აღნიშნა ისეთი საკითხი,როგორიც მოსახლეობის წყალმომარაგებით უზრუნველყოფაა, მასშტბურ სამუშაოებს საჭიროებს და მნიშვნელოვანია ამასთან ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება ერთობლივად მუშაობდნენ.
“წყალმომარაგება გახლდათ წალენჯიხის ნომერ პირველი პრობლემა. დიდ ნაწილში, 6000-მდე ოჯახში ეს მერიამ უკვე გადაჭრა და ახლა ვმუშაობთ, რომ მთლიანად მთელ მუნიციპალიტეტში გადაიჭრას ეს პრობლემა. ეს ყველაფერი კი ხორციელდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით.წლების მანძილზე მთავარი აქტულური პრობლემა გახლდათ მოსახლეობის წყალმომარაგების საკითხი.წალენჯიხის მერიამ ეს საკითხი მიიღო მნიშვნელოვან გამოწვევად და აქტიური მუშაობით შედეგი დაიდო. წლების განმავლობაში იხარჯებოდა თანხები გარკვეულ პროექტებზე, მაგრამ გვქონდა დაუსრულებელი შედეგები.
ამიტომაც მთელი რიგი პროექტების ხელახლა განახლება მოხდა და დადგა შედეგიც”-აღნიშნა გიორგი ხარჩილავამ.
მერმა დეტალურად წარადგინა ინფორმაცია იმ სოფლებზე სადაც წყალმომარაგების საკითხები მოწესრიგდა. ამავდროულად ისაუბრა სამომავლოდ განსახორციელებელ და მიმდინარე პროექტებზე, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელდება და მოსახლეობის წლობით არსებულ პრობლემებს
უზრუნველყოფს.
შეხვედრას საკრებულოს წევრები,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრები,სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.