არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს
გერმანული საერთაშორისო ორგანიზაცია არბაიტერ-სამარიტერ ბუნდის ოფისის წარმომადგენლები საქართველოში-თეონა ჯულუხაძე-პროგრამის მენეჯერი- არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი საქართველო და თამარ მინდაძე-საქართველოს სამარიტელთა კავშირის პროგრამის მენეჯერი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან თამარ ბელქანიასთან სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
შეხვედრას მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის,ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, დევნილთა და ბავშვთა დაცვის მხარდაჭერის განყოფილების წარმომადგენლები და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი ესწრებოდნენ.
სტუმრებმა სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს ავსტრიის რესპუბლიკის სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის, ზრუნვისა და მომხმარებელთა დაცვის ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელ პროექტზე-“უთანასწორობის შემცირება და კრიზისში მყოფ ქალთა მხარდაჭერის გაძლიერება”.
პროექტის ძირითადი ბენეფიციარები არიან გენდერული ძალადობის მსხვერპლი ,იძულებით გადაადგილებული პორები, მიგრანტები და კრიზისში მყოფი ქალები.
პროექტის ფარგლებში იგეგმება 2 საკონსულტაციო ცენტრის დაარსება ფსიქოლოგიური და სოციალური დაცვის სერვისების გასაძლიერებლად. ცენტრები იფუნქციონირებენ პროექტის სამიზნე სოფლებსა და ქალაქებში.
მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ მზაობა აღუთქვა სტუმრებს მჭიდრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რათა მუნიციპალიტეტში წარმატებით იქნას განხორციელებული აღნიშნული პროექტი,რამეთუ ძალიან მნიშვნელოვანია ქალების ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა.
პროექტის ფარგლებში კი უახლოეს დღეებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.