სამუშაო საათები: ორშ – პარ: 09:00 – 18:00

ცხელი ხაზი 599 64 70 50

აშშ საელჩო11

წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები ესტუმრნენ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები ესტუმრნენ.

საელჩოს პოლიტიკური ოფიცრები ჯერი მაკინტოში, გივი გაბანელი და თანაშემწე პოლიტიკის საკითხებში ხათუნა ჭითანავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიას შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანი ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება გახლდათ.
შეხვედრა წალენჯიხის კოალიციური თვითმართველობის, როგორც დემოკრატიული მართველობის მოდელის გაცნობით დაიწყო.

სტუმრები დაინტერესდნენ, როგორ მიმდინარეობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დემოკრატიის მშენებლობა. კერძოდ, კი თუ როგორ მუშაობს წალენჯიხაში კოალიციური თვითმართველობა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ ისაუბრა მრავალპარტიული თვითმმართველობის დადებით მხარეებზე, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფორმირების საკითხებში მოქალაქეთა
აქტიურ ჩართულობაზე. იმ დიდ ინფრასტრუქტურულ თუ საგანმანათლებლო პროექტებზე, რომელიც ბოლო პერიოდში წალენჯიხაში განხორციელდა.

” 2021 წლის არჩევნებში წალენჯიხაში კოალიციური ხელისუფლების გამარჯვებით დაიწყო მოქალაქეთა აქტიური ჩართულობა თვითმმართველობაში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახლავთ ხალხის დაკვეთა და ახალგაზრდობის ჩართულობა წალენჯიხაში მიმდინარე პოლიტიკურ თუ კულტურულ- საგანმანათლებლო ცხოვრებაში. დავიწყეთ საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება. გაიხსნა მუნიციპალური დაფინასებით აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაცია- რეაბილიტაციის ცენტრი, ბიუჯეტიდან განხორციელდა პირველკლასელთა კვების უზრუნველყოფა, ამოქმედდა სტუდენტთა დასაქმების პროგრამა; გაიხსნა იუვენტუსის ბავშვთა ფეხბურთის აკადემია, IT აკადემია, დაფუძნდა ყოველწლიური ლიტერატურული ფესტივალი-გრანელი;
განხორციელდა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც უკავშირდება გზების, ხიდების რეაბილიტაცია-მშენებლობას.

კოალიციური ხელისუფლება ეს არის საქართველოს ისტორიული მოცემულობა და ლოგიკური მომავალი. მრავალპარტიული სისტემა ხელს უწყობს ქვეყანაში რეალური დემოკრატიის მშენებლობასა და საბჭოთა მემკვიდრებით მიღებული ერთპარტიული მმართველობის დაძლევას“ .-აღნიშნა თამარ ბელქანიამ.
მერის მოადგილემ, ასევე ისაუბრა წალენჯიხა-უკრაინის ურთიერთობებზე, მათ შორის ქ. იავოროვთან დამეგობრებასა და ჰუმანიტარულ დახმარებებზე. წალენჯიხისა და ამერიკის საელჩოს ურთიერთობებზე, ყოფილი ელჩის კელი დეგნანის ვიზიტის მნიშვნელობაზე და ამ ურთიერთობების გაღრმავებაზე, წალენჯიხაში ამერიკული თაროს განხნაზე.
“მოხარული ვართ თქვენი სტუმრობით და იმედს ვიქონიებთ, უფრო გაღრმავდება საელჩოსთან ურთიერთობები იმისათვის,რომ ფეხი ავუწყოთ ახალ გამოწვევებს”-აღნიშნა თამარ ბელქანიამ.

შეხვედრა აქტიური დიალოგის რეჟიმში გაიმართა.
ამერიკის საელჩოს თანამშრომლებმა დადებითად შეაფასეს დღევანდელი შეხვედრა და აღნიშნეს, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა წალენჯიხას ამერიკის ელჩი რობინ დანიგანი თავად ეწვიოს.

ვრცლად
აუტიზმის ცენტრის გახსნა123

წალენჯიხაში ბავშვთა აუტისტური აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა

ერთად დავამსხვრიოთ სტერეოტიპები.
2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღეა.

პირველად წალენჯიხის ისტორიაში, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაცია- რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა. სადაც ბავშვები უფასო თერაპიის კურსებს გაივლიან.
ბავშვებს თერაპიის კურსებს გამოცდილი სპეციალისტები ჩაუტარებენ.
ამ ეტაპზე 20-მდე ბენეფიციარი დარეგისტრირდა.
აღნიშნული ცენტრი სრულად მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ფინანსდება.

აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა კეთილმოწყობილი და ყველა საჭირო პირობებია შექმნილი ბენეფიციარების სპეცკურსების გასავლელად.
დღევანდელ დღეს ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დაფუძნებულ შპს მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ-მედენს ჯირჯიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში აღნიშნული ორგანიზაცია ბავშვთა მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების პროცესში უზრუნველყოფს აუცილებელი რესურსების მოზიდვას და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ტრენინგებისა და პრაქტიკული კურსების ჩატარებას.

წალენჯიხის ბავშვთა აუტისტური აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრს, საქართველოს უნივერსიტეტისგან საჩუქრები გადაეცა.
დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს უნივერსიტეტის ,შპს მენტალური ცენტრის წარმომადგენლები,პოლიტიკოსები,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები,მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები და სხვა პირები.

ვრცლად
ჯვარი1

31 მარტი საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

31 მარტი საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ,მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ ეროვნულ – განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრებმა, სხვადასხვა სამსახურებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ქალაქ წალენჯიხაში ზვიად გამსახურდიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.

ქალაქ ჯვარში ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლების ინიციატივითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას მემორიალური დაფა გაიხსნა,სადაც პატივი მიაგეს ეროვნული გმირების ხსოვნას.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ, მერის მოადგილე თამარ ბელქნიამ და ეროვნული გვარდიის წევრებმა,რომლებმაც პატივი მიაგეს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას და მის ღვაწლსა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ასევე,ღონისძიების ფარგლებში, ქ.წალენჯიხაში ზვიადის გორაზე ანსამბლ ბედინერას წევრებმა ეროვნული სიმღერები შეასრულეს და სოფელ ნაგურუს ტაძრის წინამძღვარმა,დეკანოზმა ილია სარიამ პანაშვიდი გადაიხადა.

დღის ბოლოს,კი წალენჯიხის მთვარი ბიბლიოთეკის დარბაზში დღევანდელი დღისადმი მიძღვნილი შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.სადაც მოსწავლეთა სახლის მოსწავლეებმა შეასრულეს ხალხური სიმღერები, წაიკითხეს ამ დღისადმი მიძღვნილი ლექსები.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართთეს წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ და მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორმა ნუნუ შანავამ,რომლებმაც ეროვნული გმირის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს. შეხვედრას კულტურის მუშაკები, ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაიმართა დისკუსია, სადაც ისაუბრეს პირველი პრეზიდენტის მოღვაწეობაზე, საქართველოს ეროვნულ გმირებზე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის როლზე.
საქართველოს პირველ პრეზიდენტს დღეს 85 წელი შეუსრულდებოდა.

ვრცლად
ახალგაზრდული ცენტრი

წალენჯიხის ცენტრში იგეგმება მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ქალაქის ცენტრში იგეგმება მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა.

ცენტრის მშენებლობის მიზანია ახალგაზრდების საჭიროებების გათვალისწინება და მათთვის მიმზიდველი გარემოს შექმნა მუნიციპალიტეტში, ეს იქნება გართობა, დასვენება, საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებები თუ სხვა.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალგაზრდების საცხოვრებელ ადგილზე დამაგრებას და ხელს შეუშლის მათ გადინებას მუნიციპალიტეტიდან.

ზემოაღნიშნულდან გამომდინარე გთხოვთ დეტალურად მოგვწეროთ, თუ რა ტიპის სივრცეებით გსურთ დაიტვირთოს ახალგაზრდული ცენტრის შენობა და რა გსურთ მასში განთავსდეს.

რა ტიპის სივრცეებით გსურთ დაიტვირთოს ახალგაზრდული ცენტრის შენობა და რა გსურთ მასში განთავსდეს?
  • ფიტნესი* 25%, 63 ხმები
    63 ხმები 25%
    63 ხმები - 25% ყველა ხმიდან
  • ბილიარდი 17%, 43 ხმები
    43 ხმები 17%
    43 ხმები - 17% ყველა ხმიდან
  • კაფე 16%, 42 ხმები
    42 ხმები 16%
    42 ხმები - 16% ყველა ხმიდან
  • ტენისი 14%, 36 ხმა
    36 ხმა 14%
    36 ხმა - 14% ყველა ხმიდან
  • ბოულინგი 12%, 32 ხმები
    32 ხმები 12%
    32 ხმები - 12% ყველა ხმიდან
  • კინოთეატრი* 8%, 20 ხმა
    20 ხმა 8%
    20 ხმა - 8% ყველა ხმიდან
  • ბავშვთა გასართობი ცენტრი* 6%, 16 ხმა
    16 ხმა 6%
    16 ხმა - 6% ყველა ხმიდან
  • კინოთეტრი* 2%, 5 ხმა
    5 ხმა 2%
    5 ხმა - 2% ყველა ხმიდან
სულ ხმები: 257
ხმა მისცა: 89
20. 3. 2024 - 25. 4. 2024
* - დაამატა ვიზიტორმა
ხმის მიცემა დახურულია
კვლევების არქივი

ხმის მიცემა შესაძლებელია ერთდროულად 5 პასუხზე!
ხმის მიცემაში მონაწილეობისათვის შეგიძლიათ დაამტოთ თქვენი პასუხი!

ვრცლად
დაუნის სინდრომის დღე111

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი შეუერთდა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას.

ამასთან დაკავშირებით, თვითმმართველობის სხდომათა დარბაზში გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა,რომელსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალია უძღვებოდა.

შეხვედრაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ ისაუბრა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე, ცნობიერების ამაღლებაზე. მისი თქმით: ” 21-ე საუკუნისთვის დამახასიათებელია საერთაშორისო აღიარება ყველა იმ ადამიანის მიმართ,რომელიც ჩვენი საზოგადოების წევრია. ლმობიერება, პატივისცემა და რაც მთავარია ერთობა გვმართებს ყველას ერთად.
სწორედ ამიტომ ტრადიციულად ჩვენც ვუერთდებით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს.
2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით, „უთვალავი წინდის“ (LOTS OF SOCKS) ტრადიცია დამკვიდრდა. ის მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვას ისახავს მიზნად. ამიტომ „ჭრელი წინდების“ აქციით ვუერთდებით ამ დღეს, ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს “-განაცხადა თამარ ბელქანიამ.

ასევე სხდომაზე განიხილეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების შესახებ, ბუკლეტების დამზადების საკითხები. რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებას სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.

ვრცლად
შეხვედრა მოზარდებთან111

შეხვედრა მოზარდებთან

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა, სპორტისა და ტურიზმის განყოფილების ინიციატივით დღეს, 19 მარტს ჟორა მზარელუას სახელობის ჭადრაკის სახლში მოზარდებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი გახლდათ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებაში უშუალოდ მომავალი თაობების აქტიური ჩართულობა.
შეხვედრას მერის მოადგილე თამარ ბელქანია, ტურიზმის მიმართულებით- სოფო ბერაძე, ზაზა გოგოხია, ოლღა შამუგია, კულტურის მიმართულებით- თამარ ლუკავა, ხოლო სპორტის მიმართულებით ა(ა)იპ სასპორტო ცენტრის უფროსი გელა თოლორაია ესწრებოდნენ.

დისკუსიაში ოცდაათამდე სხვადასხვა ასაკის მოზარდი მონაწილეობდა.
შეხვედრა ინტერაქციული გამოდგა; მოზარდებმა გულწრფელად ისაუბრეს საკუთარ ინტერესებსა და მისწრაფებებზე და აღნიშნეს, რომ მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სიახლეები, ხშირ შემთხვევაში მათთვის ინფორმაციულად ხელმისაწვდომი არ არის.

გამოთქვეს სურვილი მუნიციპალიტეტში ჩატარდეს კოტე ჩიქობავას სახელობის საჭადრაკო ტურნირი, საფეხბურთო ჩეპიონატი, ახალგაზრდების სურვილია ასევე მაგიდის ჩოგბურთის პოპულარიზაცია და განვითარება, პერიოდულად კინოჩვენებების მოწყობა, სქურში ახალგაზრდული ბანაკის გამართვა;

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოზარდები დიდი სიამოვნებით დაათვალიერებდნენ იმ ტურისტულ ლოკაციებს, რომლებიც მუნიციპალიტეტს გააჩნია; ეს არის ინწრას ხეობის დათვალიერება, ლაშქრობა ტობა ვარჩხილზე, ნავებით გასეირნება ენგურ კაშხალზე.

მოზარდებთან დიალოგში გამოიკვეთა საერთო გეგმები და სურვილი ერთად განვავითაროთ სპორტული, კულტურული და ტურიზმთან დაკავშირებული აქტივობები.
თამარ ბელქანიამ სრული მხარდაჭერა აღუთქვა ახალგაზრდებს ყველა მნიშვნელოვანი წამოწყებების განხორციელებაში.

“ჩვენი მიზანია მოვუსმინოთ მოზარდებს, ზუსტად ვიცოდეთ მათი ინტერესები; გავაცნოთ მუნიციპალიტეტის ტურისტული რესურსი, რომ მათ უფრო მეტი ემოციური ბმა ჰქონდეთ საკუთარ კუთხესთან და გაუადვილდეთ საკუთარი თავის შემეცნება“ განაცხადა თამარ ბელქანიამ

ვრცლად
ნია გოგოხია1

გაიცანით Spelling Bee რეგიონალურ კონკურსში გამარჯვებული ნია გოგოხია წალენჯიხიდან

გაიცანით Spelling Bee რეგიონალურ კონკურსში გამარჯვებული ნია გოგოხია წალენჯიხიდან!

დღეს, ზუგდიდის ამერიკულ კუთხეში Spelling Bee-ს რეგიონალური კონკურსი ჩატარდა,სადაც ნახევარფინალისტი გამოვლინდა, რომელიც 12 აპრილს,ფინალურ ეტაპზე ამერიკის საელჩოში გაემგზავრება და კონკურენციას გაუწევს მონაწილეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.

კონკურსის რეგიონალური გამარჯვებული ნია გოგოხია წალენჯიხის ამერიკული თაროს მოხალისე და სსიპ ქალაქ წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეა.
ვულოცავთ ნიას გამარჯვებას და ფინალურ კონკურსში წარმატებებს ვუსურვებთ.

ვრცლად
გამოფენა111

ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ლეო ქიაჩელის დაბადებიდან 140 წელი გავიდა

ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ლეო ქიაჩელის დაბადებიდან 140 წელი გავიდა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია, წალენჯიხის ა(ა)იპ კულტურის ცენტრის მუშაკები, საზოგადოების წარმომადგენლები ქ
თბილისში,ლიტერატურის მუზეუმში იმყოფებოდნენ სადაც, მწერლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.

წალენჯიხის დელეგაციის წევრები შეხვდნენ მწერალთა კავშირის წარმომადგენლებს, ლიტერატორებს.სადაც ისაუბრეს მწერლის შემოქმედებაზე, მის ღვაწლზე.

გამოფენაზე წარმოდგენილია მწერლის ბიოგრაფიისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოები, უნიკალური გამოცემები, ნაწარმოებების ილუსტრაციები.

ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ლეო ქიაჩელი ( ლეონ მიხეილის ძე შენგელაია) 1884 წელს სოფელ ობუჯში დაიბადა.

აქვე გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში ქ.წალენჯიხაში იდენტური გამოფენა გაიმართება.

ვრცლად
123

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები წელსაც აქტიურად გაგრძელდება

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები წელსაც აქტიურად გაგრძელდება!

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები და მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს და მერის წარმომადგენლებს გააცნეს სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის სამეგრელო-ზემო სვანეთის ჯგუფის უფროსმა შალვა მეტრეველმა და წალენჯიხის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა ნუგზარ კალანდიამ.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების წარმატებით განხორციელებისთვის ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს მიმდინარე წელსაც გეგმის მიხედვით, რამდენიმე ეტაპად განახორციელებს. წინა წლების მსგავსად, პირველ ეტაპზე განხორციელდება მავნებლის მონიტორინგი;

გავრცელების არეალისა და რიცხოვნობის განსაზღვრის შემდეგ, ტემპერატურის მატებასთან ერთად, შედეგების გათვალისწინებით, განთავსდება სპეციალური სადგურები(ფერომონები) და საჭიროებისამებრ ჩატარდება წამლობა.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და სააგენტოს წარმომადგენლებმა დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
#ერთადვებრძოლოთაზიურფაროსანას

ვრცლად
sxdoma

გიორგი ხარჩილავამ მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

გიორგი ხარჩილავას თქმით,წინა თვის სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მუნიციპალიტეტს და ამ ეტაპზე ყველაფერი კეთდება სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის სალიკვიდაციოდ. ეს გახლდათ დაზიანებული ხიდ-ბოგირები, სანიაღვრე არხები, გზები ,საცხოვრებელი სახლები და სხვა.

“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. მიმდინარეობს სამუშაოები სოფლის შიდა საუბნო გზების მოსაწესრიგებლად. მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე, ვმუშაობთ სასმელი წყლის უზრუნველყოფოს საკითხებზე და ყველა მნიშვნელოვან პრობლემას ვაგვარებთ ეტაპობრივად”-განაცხადა გიორგი ხარჩილავამ

მერმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რათა ყველა პრობლემური საკითხი დროულად იქნას გადაჭრილი მოსახლეობის საკეთილდღეოდ.

ვრცლად
Skip to content