სამუშაო საათები: ორშ – პარ: 09:00 – 18:00

ცხელი ხაზი 599 64 70 50

9 აპრილიიი1

1989 წლის 9 აპრილიდან 35 წელი გავიდა

1989 წლის 9 აპრილიდან 35 წელი გავიდა.
დღეს, 9 აპრილს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა , მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, არასამეწარმეო იურიდიული პირების, საზოგადოების წარმომადგენლებმა, პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპული გმირების ხს9ვნას.
ამ დღესთან დაკავშირებით, 9 აპრილის სკვერში ღონისძიება გაიმართა, სკვერი ტიტებით შეიმკო.
ღონისძიების მსვლელობისას დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ქართული საგალობლები შეასრულეს ანსამბლებმა “ბედინერამ” და “მამულმა”. მხატვრული კომპოზიცია წარმოადგინეს მოსწავლეებმა.
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნასთან დაკავშირებით, სოფელ ნაგურუს წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ილია სარიამ პანაშვიდი გადაიხადა.
დღის ბოლოს, შემაჯამებელი ღონისძიება წალენჯიხის მთავარ ბიბლიოთეკაში გაგრძელდა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა, მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორი ნუნუ შანავა ,საზოგადოების წარმომადგენლები.
ღონისძიება დისკუსიის ფორმატში წარიმართა.
9 აპრილთან დაკავშირებით , გიორგი ხარჩილავამ როგორც ერთერთმა ცხრა აპრილის მოვლენების მონაწილემ გაიხსენა თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები. ისაუბრა იმ სპეცოპერაციაზე,რომელსაც 21 უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა. როგორ მოიწამლნენ ადამიანები გაზით და როგორი იყო ზოგადად რუსული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული.
“ეს თარიღი თავისუფლებისთვის ბრძოლის განუყოფელ და უმნიშვნელოვანეს ნაწილად მიიჩნევა საქართველოში.
მადლობა თავისუფლებისათვის ყველა იმ გმირს რომელმაც თავისუფლება გვაჩუქა”-აღნიშნა გიორგი ხარჩილავამ.

ვრცლად
iuventus1

წალენჯიხის “იუვენტუსი” -ს აკადემიის ფეხბურთელები ქ. თბილისში ამხანაგურ შეხვედრას მართავენ

წალენჯიხის “იუვენტუსი”-ს აკადემიის ფეხბურთელები ქ. თბილისში ამხანაგურ შეხვედრას მართავენ თბილისის
დინამოსა და ლოკომოტივთან.”

დღეს 8 აპრილს პირველი თამაში გაიმართა, რომელიც
2014 წელს დაბადებულმა ფეხბურთელებმა 5:0 მოიგეს

მეორე შეხვედრა ხვალ 9 აპრილს გაგრძელდება.
ნორჩი ფეხბურთელები დინამო აკადემიის ბაზაზე ცხოვრობენ

ნორჩი იუვენტუსელების შეხვედრებს ადგილზე წალნჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია და მამუკა ხაზარაძე ქომაგობს.
ვულოცავთ ნორჩ ფეხბუთელებს მოგებას და ვუსურვებთ კვლავაც გამარჯვებებს.

ვრცლად
სპორტის დღე1

6 აპრილი სპორტის საერთაშორისო დღეა

6 აპრილი სპორტის საერთაშორისო დღეა.

6 აპრილი სპორტის საერთაშორისო დღედ მშვიდობისა და განვითარებისთვის გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით 2013 წელს გამოცხადდა და მსოფლიო მაშტაბით ყოველწლიურად აღინიშნება.

ან დღესთან წალენჯიხის დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში, ა(ა)იპ წალენჯიხის სასპორტო ცენტრის ორგანიზებით, სპორტული ღონისძიებების ფარგლებში სხვადასხვა აქტივობები ჩატარდა.

წარმოდგენილი იყო სპორტის შემდეგი სახეობები: თავისუფალი ჭიდაობა, კარატე, კრივი, ფიტნესი, ჭადრაკი, კალათბურთი, მძლეოსნობა.

სპორტულ აქტივობებში მონაწილე სპორტსმენებს სიგელები და მედლები გადაეცათ.

ვრცლად
მემორანდუმი1

USAID-სა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

USAID-სა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

5 აპრილს, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამამ შეაჯამა საქართველოში დეცენტრალიზაციის წინსვლისკენ გადადგმული ნაბიჯები, მიმოიხილა მიმდინარე პარტნიორებთან ერთად მიღწეული შედეგები და წარადგინა ახალი პარტნიორი მუნიციპალიტეტები. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს დეცენტრალიზაციის პროცესში ჩართული ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საერთაშორისო განვითარების ინსტიტუტები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და დეცენტრალიზაციის ექსპერტები.

ღონისძიება მოიცავდა ახალი პარტნიორების წარდგენას და მათთან ურთიერთგაგების მემორანდუმების გაცვლას, რითაც ოფიციალურად გაფორმდა ადიგენის, ასპინძის, დუშეთის, ხაშურის, ლაგოდეხის, ონის, ფოთის, შუახევის, სიღნაღის, წალენჯიხის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის დასაწყისი.

მემორანდუმების გაცვლისას, ახალი პარტნიორი მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს, საშუალება ჰქონდათ მიემართათ აუდიტორიისთვის და გაეზიარებინათ მოლოდინები პარტნიორობის მიმართ.

ღონისძიება გახსნეს USAID საქართველოს მისიის დემოკრატიის, უფლებების და მმართველობის ოფისის ხელმძღვანელის შემსრულებელმა ლიზა კოვაკმა, პარლამენტის წევრმა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო რუხაძემ და USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა კევინ მაკლოკლინმა. მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას, დეცენტრალიზაციის შემდგომი წინსვლის პროცესში.

„მოხარული ვართ, რომ დღეს, ოფიციალურად ვიწყებთ თანამშრომლობას დამატებით 11 მუნიციპალიტეტთან. შედეგად, მუნიციპალიტეტების რაოდენობა, რომლებიც სარგებლობენ USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამასთან თანამშრომლობით, 28-ამდე გაიზარდა. ჩვენი ადგილობრივი მმართველობის პროგრამა, ეხმარება მუნიციპალიტეტებს საკუთარი მოქალაქეების საჭიროებების გამოვლენაში და უფრო მაღალი ხარისხის საჯარო სერვისების მიწოდებაში, რაც აუმჯობესებს საქართველოში ოჯახებისა და თემების კეთილდღეობას,“ აღნიშნა USAID-ის მისიის, დემოკრატიის, უფლებების და მმართველობის ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ლიზა კოვაკმა, პარტნიორობის შესახებ საუბრისას.

მისასალმებელი ნაწილის შემდეგ, მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა ენახათ მოკლე ვიდეო რგოლი, რომელშიც ხაზგასმულია ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობა და მიმოხილულია USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მიზნები, რაც ითვალისწინებს საქართველოს მხარდაჭერას, ადგილობრივი დემოკრატიის განმტკიცებასა და კეთილდღეობის დონის ამაღლებაში, დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებასა და ისტორიული მიზნისკენ – ევროკავშირთან ინტეგრაციისკენ სწრაფვაში. ვიდეო პრეზენტაციისას, აღინიშნა ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მიღწეული შედეგები. ასევე, ხაზი გაესვა მუნიციპალიტეტებისთვის უფლებამოსილებების და ფინანსური რესურსების გაზრდის მიმართულებით გაწეულ ძალისხმევას, რათა მათ უკეთ უპასუხონ მოქალაქეების საჭიროებებს. გარდა ამისა, ვიდეომ აჩვენა, თუ როგორ უწყობს ხელს პროგრამა ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას, მართვის სისტემების და საჯარო სერვისების განვითარების და მოქალაქეებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზით.
წარმატებული თანამშრომლობის გაზიარების გაგრძელების მიზნით, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამამ უმასპინძლა პანელურ დისკუსიას რუსთავის, ქუთაისის, ჩოხატაურის და დმანისის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომლებმაც ისაუბრეს პროგრამასთან მუშაობის გამოცდილებასა და მიღწეულ შედეგებზე. აღნიშნული დისკუსია მიზნად ისახავდა ახალი პარტნიორებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას, პროგრამის მიერ შეთავაზებული შესაძლებლობების შესახებ.

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომელიც თანამშრომლობს 28 მუნიციპალიტეტთან, ცენტრალურ ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან, იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს თვითმმართველობებში ეფექტიანობის და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას, მართვის სისტემების და საჯარო სერვისების განვითარების და მოქალაქეებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზით. მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომებით და ადვოკატირებით, პროგრამა მუშაობს მუნიციპალიტეტებისთვის უფლებამოსილებების გაზრდაზე და მეტი ფინანსური რესურსის გადაცემაზე, რათა მათ უკეთ უპასუხონ მოქალაქეთა საჭიროებებს.
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოსთან პარტნიორობის შესახებ: USAID საქართველოში მუშაობს 1992 წლიდან. ამ დღიდან USAID-მა 1,9 მილიარდი დოლარის ინვესტირება განახორციელა, რაც მიზნად ისახავს ეფექტური და ანგარიშვალდებული საჯარო ინსტიტუციების შექმნას; გაუმჯობესებულ განათლებას, ჯანდაცვას და სხვა საჯარო სერვისებს; ეკონომიკას, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს და კეთილდღეობას მოსახლეობისთვის; ასევე მოქალაქეებზე ორიენტირებულ დემოკრატიულ პროცესებს. ამჟამად, USAID 40 პროგრამას ახორციელებს: ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, განათლების, დემოკრატიული მმართველობის და მრავალი სხვა მიმართულებით. ყველა პროგრამა საქართველოს შიდა პრიორიტეტების საფუძველზე ირჩევა და მიზნად ისახავს ქვეყანის უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და დემოკრატიის გაძლიერებას, რათა საქართველომ გააგრძელოს ევროკავშირში ინტეგრაცია.

სამწუხაროდ ქართული ოცნება განაგრძობს ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და შეგნებულად უქმნის პრობლემას საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებას საქართველოსადმი.
USAID და სხვა დასავლური, დემოკრატიის მშენებლობისკენ მიმართული ორგანიზაციები, რუსული კანონის მიღების შემდგომ აღმოჩნდებიან უცხოური გავლენის მქონე აგენტები, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებს დასავლური სიკეთეების შემოსვლას საქართველოში.

ყველამ ერთად, გაერთიანებული ძალებით უნდა შევუშალოთ ხელი რუსული კანონის მიღებას, რადგან საქართველოს მომავალი ევროპაშია.
არა რუსულ კანონს!

ვრცლად
usaid1

USAID- ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

USAID ძლიერი სოფლის ფარგლებში,ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით, დღეს მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას უძღვებოდნენ არჩილ ლეჟავა – USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის ტურიზმის სექტორის განვითარების მენეჯერი; თეკლა გურგენიძე – USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის ბაზარზე წვდომის სპეციალისტი და ელენე ლომიძე- USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის ორგანიზაციათა შესაძლებლობის განვითარების სპეციალისტი.

შეხვდრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით ,სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები და კერძო-საოჯახო სასტუმროების მფლობელი მეწარმე-ფერმერები ესწრებოდნენ.

განიხილეს მუნიციპალიტეტის უნიკალური ასპექტები, რომლითაც შესაძლებელია ტურისტების მოზიდვა, როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა ან უნიკალური ტრადიციები.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. ისაუბრეს ფესტივალებისა და სხვდასხვა ღონისძიებების ორგანიზებასა და წარმოჩენაზე.

როგორც აღინიშნა, USAID ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში პრიორიტეტების შეჯერების შემდგომ გამოცხადდება საგრანტო კონკურსი ტურისტული პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით.

ვრცლად
ეწერფერდის გზა1111

სოფელ ეწერფერდში შიდა საავტომობილო გზის 2,934 კმ მანძილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ჭალეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ეწერფერდში შიდა საავტომობილო გზის 2,934 კმ მანძილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

პროექტის ღირებულება შეადგენს 1.577 777 ლარს. პროექტი გარდამავალია და ის 2026 წელს დასრულდება.

წლების მანძილზე სოფლის გზა პრობლემური იყო , რაც მოსახლეობის გულისწყრომას იწვევდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევითა და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით აღნიშნული პროექტი დაფინანსდა და სამუშაოების პირველი ეტაპის განხორციელება დაიწყო , ამ ეტაპზე გზის ვაკისის მოხსნა მიმდინარეობს.

ვრცლად
სოციალური კომისიის სხდომა1

ბავშვიანი ოჯახების საჭიროებათა კვლევის სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი სოციალური პოლიტიკისა და მუნიციპალური სოციალური პროგრამებისდაგეგმვის მიზნით, მოწყვლადი სამიზნე კატეგორიების ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების საჭიროებათა კვლევის სამუშაო ჯგუფმა სტატისტიკური მონაცემების მასალების მოძიების მიზნით, მერის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.

სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე მერის მოადგილე თამარ ბელქანია გახლავთ.

შეხვედრა ადგილობრივი სოციალური პოლიტიკისა და მუნიციპალური პროგრამების დაგეგმვის მიზნით, მოწყვლადი სამიზნე კატეგორიების, ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების საჭიროებათა კვლევის მიზნით გაიმართა.

სამუშაო ჯგუფი უზრუნველყოფს მუნიციპალური სოციალური პროგრამების დაგეგმვის მიზნით მოწყვლადი სამიზნე კატეგორიების კვლევების ჩატარებას.

ვრცლად
აშშ საელჩო11

წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები ესტუმრნენ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები ესტუმრნენ.

საელჩოს პოლიტიკური ოფიცრები ჯერი მაკინტოში, გივი გაბანელი და თანაშემწე პოლიტიკის საკითხებში ხათუნა ჭითანავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიას შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანი ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება გახლდათ.
შეხვედრა წალენჯიხის კოალიციური თვითმართველობის, როგორც დემოკრატიული მართველობის მოდელის გაცნობით დაიწყო.

სტუმრები დაინტერესდნენ, როგორ მიმდინარეობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დემოკრატიის მშენებლობა. კერძოდ, კი თუ როგორ მუშაობს წალენჯიხაში კოალიციური თვითმართველობა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ ისაუბრა მრავალპარტიული თვითმმართველობის დადებით მხარეებზე, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფორმირების საკითხებში მოქალაქეთა
აქტიურ ჩართულობაზე. იმ დიდ ინფრასტრუქტურულ თუ საგანმანათლებლო პროექტებზე, რომელიც ბოლო პერიოდში წალენჯიხაში განხორციელდა.

” 2021 წლის არჩევნებში წალენჯიხაში კოალიციური ხელისუფლების გამარჯვებით დაიწყო მოქალაქეთა აქტიური ჩართულობა თვითმმართველობაში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახლავთ ხალხის დაკვეთა და ახალგაზრდობის ჩართულობა წალენჯიხაში მიმდინარე პოლიტიკურ თუ კულტურულ- საგანმანათლებლო ცხოვრებაში. დავიწყეთ საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება. გაიხსნა მუნიციპალური დაფინასებით აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაცია- რეაბილიტაციის ცენტრი, ბიუჯეტიდან განხორციელდა პირველკლასელთა კვების უზრუნველყოფა, ამოქმედდა სტუდენტთა დასაქმების პროგრამა; გაიხსნა იუვენტუსის ბავშვთა ფეხბურთის აკადემია, IT აკადემია, დაფუძნდა ყოველწლიური ლიტერატურული ფესტივალი-გრანელი;
განხორციელდა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც უკავშირდება გზების, ხიდების რეაბილიტაცია-მშენებლობას.

კოალიციური ხელისუფლება ეს არის საქართველოს ისტორიული მოცემულობა და ლოგიკური მომავალი. მრავალპარტიული სისტემა ხელს უწყობს ქვეყანაში რეალური დემოკრატიის მშენებლობასა და საბჭოთა მემკვიდრებით მიღებული ერთპარტიული მმართველობის დაძლევას“ .-აღნიშნა თამარ ბელქანიამ.
მერის მოადგილემ, ასევე ისაუბრა წალენჯიხა-უკრაინის ურთიერთობებზე, მათ შორის ქ. იავოროვთან დამეგობრებასა და ჰუმანიტარულ დახმარებებზე. წალენჯიხისა და ამერიკის საელჩოს ურთიერთობებზე, ყოფილი ელჩის კელი დეგნანის ვიზიტის მნიშვნელობაზე და ამ ურთიერთობების გაღრმავებაზე, წალენჯიხაში ამერიკული თაროს განხნაზე.
“მოხარული ვართ თქვენი სტუმრობით და იმედს ვიქონიებთ, უფრო გაღრმავდება საელჩოსთან ურთიერთობები იმისათვის,რომ ფეხი ავუწყოთ ახალ გამოწვევებს”-აღნიშნა თამარ ბელქანიამ.

შეხვედრა აქტიური დიალოგის რეჟიმში გაიმართა.
ამერიკის საელჩოს თანამშრომლებმა დადებითად შეაფასეს დღევანდელი შეხვედრა და აღნიშნეს, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა წალენჯიხას ამერიკის ელჩი რობინ დანიგანი თავად ეწვიოს.

ვრცლად
აუტიზმის ცენტრის გახსნა123

წალენჯიხაში ბავშვთა აუტისტური აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა

ერთად დავამსხვრიოთ სტერეოტიპები.
2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღეა.

პირველად წალენჯიხის ისტორიაში, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაცია- რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა. სადაც ბავშვები უფასო თერაპიის კურსებს გაივლიან.
ბავშვებს თერაპიის კურსებს გამოცდილი სპეციალისტები ჩაუტარებენ.
ამ ეტაპზე 20-მდე ბენეფიციარი დარეგისტრირდა.
აღნიშნული ცენტრი სრულად მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ფინანსდება.

აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა კეთილმოწყობილი და ყველა საჭირო პირობებია შექმნილი ბენეფიციარების სპეცკურსების გასავლელად.
დღევანდელ დღეს ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დაფუძნებულ შპს მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ-მედენს ჯირჯიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში აღნიშნული ორგანიზაცია ბავშვთა მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების პროცესში უზრუნველყოფს აუცილებელი რესურსების მოზიდვას და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ტრენინგებისა და პრაქტიკული კურსების ჩატარებას.

წალენჯიხის ბავშვთა აუტისტური აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრს, საქართველოს უნივერსიტეტისგან საჩუქრები გადაეცა.
დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს უნივერსიტეტის ,შპს მენტალური ცენტრის წარმომადგენლები,პოლიტიკოსები,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები,მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები და სხვა პირები.

ვრცლად
ჯვარი1

31 მარტი საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

31 მარტი საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ,მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ ეროვნულ – განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრებმა, სხვადასხვა სამსახურებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ქალაქ წალენჯიხაში ზვიად გამსახურდიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.

ქალაქ ჯვარში ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლების ინიციატივითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას მემორიალური დაფა გაიხსნა,სადაც პატივი მიაგეს ეროვნული გმირების ხსოვნას.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ, მერის მოადგილე თამარ ბელქნიამ და ეროვნული გვარდიის წევრებმა,რომლებმაც პატივი მიაგეს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას და მის ღვაწლსა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ასევე,ღონისძიების ფარგლებში, ქ.წალენჯიხაში ზვიადის გორაზე ანსამბლ ბედინერას წევრებმა ეროვნული სიმღერები შეასრულეს და სოფელ ნაგურუს ტაძრის წინამძღვარმა,დეკანოზმა ილია სარიამ პანაშვიდი გადაიხადა.

დღის ბოლოს,კი წალენჯიხის მთვარი ბიბლიოთეკის დარბაზში დღევანდელი დღისადმი მიძღვნილი შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.სადაც მოსწავლეთა სახლის მოსწავლეებმა შეასრულეს ხალხური სიმღერები, წაიკითხეს ამ დღისადმი მიძღვნილი ლექსები.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართთეს წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ და მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორმა ნუნუ შანავამ,რომლებმაც ეროვნული გმირის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს. შეხვედრას კულტურის მუშაკები, ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაიმართა დისკუსია, სადაც ისაუბრეს პირველი პრეზიდენტის მოღვაწეობაზე, საქართველოს ეროვნულ გმირებზე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის როლზე.
საქართველოს პირველ პრეზიდენტს დღეს 85 წელი შეუსრულდებოდა.

ვრცლად
Skip to content