სამუშაო საათები: ორშ – პარ: 09:00 – 18:00

ცხელი ხაზი 599 64 70 50

საკრებულოში მერიის მოთხოვნით რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელიც მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომაზე განსახილველი საკითხები იყო

დღეს, წალენჯიხის საკრებულოში მერიის მოთხოვნით რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელიც მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობდა.
სხდომაზე განსახილველი საკითხები იყო;
1. 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა.
2. 2024 წლის ბიუჯეტის ნაშთის პრიორიტეტების მიხედვით განაწილება.
3. მერიას დაქვემდებარებულ ა(ა)იპ-ებში ხელფასების ზრდა.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, წალენჯისის მუნიციპალიტეტის მერიაში საკრებულოს ფრაქციებიდან შენიშვნები არ შესულა.
მიუხედავად ამისა, საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადეს, თითქოს მერია არ გეგმავდა ა(ა)იპ-ების თანამშრომელთათვის ხეფასების გაზრდას და თითქოს პროცედურა დაგვიანებული იყო. მიუხედავად ამისა, მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ივანე ბურდულმა აღნიშნული ბრალდებები გააბათილა და თქვა, რომ ფინანსთა სამინისტროდან შესაბამისი პასუხი წერილობითი სახით სწორედ დღეს მიიღო.
აღსანიშნავია ისიც, რომ საბავშვო ბაღის თანამშრომლებისთვის, იანვრისა და თებერვლის თვის დანამატების გაცემა, ა(ა)იპ-ის ანგარიშზე თანხის ასახვისთანავე იქნება შესაძლებელი.
იმისათვის, რომ ა(ა)იპ-ების თანამშრომელთათვის ხელფასის 125 ლარით გაზრდა მოხდეს, წელიწადში 1,2 მილიონი ლარია საჭირო. გასულ კვირას, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნულთან დაკავშირებით სიტყვიერი თანხმობა მიიღო, ხოლო დღეს ოფიციალური დასტური, რომ ამ თანხის ნახევარს, 600,000 ლარს გამოყოფდნენ.
იმისათვის რომ არ დაგვიანებულიყო თანამშრომლებისთვის ხელფასების მატების საკითხის განხილვა, 24 თებერვალს, ოფიციალური პასუხის მიღების დღესვე იქნა საკრებულოს სხდომაზე საკითხი განხილული.
მწვავე კამათის მიუხედავად, მერიის ინიციატივები საკრებულოს მიერ სრულად იქნა გაზიარებული.

ვრცლად
საბჭოთა ოკუპაციის დღე

საბჭოთა ოკუპაციიდან 104 წელი გავიდა.

საბჭოთა ოკუპაციიდან 104 წელი გავიდა.
ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

ვრცლად

წალენჯიხის მერია მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს

უხვი ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო შექმნილი პრობლემების გათვალისწინებით, წალენჯიხის მერია მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს.
წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებლის ვანო ბურდულის ცნობით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სპეციალური ტექნიკა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, იწმინდება გზები.
ბურდულის განცხადებით, ტრანსპორტი ყველა მიმართულებით გადაადგილდება, თუმცა, ინტენსიური თოვის გამო, გარკვეულ მონაკვეთებზე შეფერხებებია

ვრცლად

მოსახლეობასთან საერთო კრებები და კონსულტაციები გრძელდება

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საერთო კრებები და კონსულტაციები გრძელდება.
➡️ პროგრამის ფარგლებში დღეს შეხვედრები საჩინოსა და ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.
➡️მოსახლეობასთან შეხვედრებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია და მერიის შესაბამისი სამსახურისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
✅ საერთო კრებებზე განხილულ იქნა წარმოდგენილი საპროექტო წინადადებები და ხმათა უმრავლესობით შემდეგი პროექტები გამოვლინდა :
⤵️
➡️ზედა-საჩინო-სასმელი წყლის სისტემების მოწყობა;
➡️საჩინო-სანიაღვრე არხების მოწყობა.
გარე-განათებების მოწყობა სასაფლაოს ტერიტორიაზე და ლემიქეს უბანში.
გარე-განათებების მოწყობა საფეხბურთო მოედანზე.
➡️კუხეში-სანიაღვრე არხებისა და ცხაურების მოწყობა;
მოსაცდელის მშენებლობა და სასმელი წყლის მილების შეძენა ნოჟალას უბანში;
➡️ნაგურუ-სასმელი წყლის მილების შეძენა,ლეჯანჯღავეს უბანში კი ბეტონის საფარის მოწყობა;
➡️ლეშამუგე-გარე-განათებების მოწყობა;
➡️ჩქვალერი-სანიაღვრე არხების მოწყობა, ლემატუეს უბანში კი-გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა.
➡️წელს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” განსახორციელებლად 644 000 ლარი დაიხარჯება.
შერჩეული პროექტები მოსაწონებლად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

ვრცლად

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გამთენიიდან ინტენსიურად თოვს

➡️წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გამთენიიდან ინტენსიურად თოვს, უხვი ნალექის გამო მობილიზებულია ტექნიკა , იწმინდება ცენტრალური საავტომობილო და ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი გზები.
➡️როგორც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვანო ბურდული აცხადებს, თოვლის საფარისგან ცენტრალური და სოფლებთან მისასვლელი გზები ინტენსიურად იწმინდება.
ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი მუნიციპალიტეტს უწყვეტად მიეწოდება.

ვრცლად
შეხვედრა სოფ.ეწერში1

სოფელ ეწერში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025-ის’’ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

სოფელ ეწერში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025-ის’’ ფარგლებში, პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად, მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.
➡️შეხვედრებს, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
➡️ ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ, შერჩეულ იქნა შემდეგი პროექტები:
➡️ლეძაძამე-ლეჭანტურიეს უბანებში სასმელი წყლის მილების რეაბილიტაცია;
➡️ეწერი-მოხრეშვა-მოშანდაკება და ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია;
➡️ლექარდეში -გარე განათებების ბოძის შეძენა, მოხრეშვა-მოშანდაკება;
ლეფიფიეში მოხრეშვა-მოშანდაკება და სასაფლაოს ეზოს შემოღობვა.
➡️სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია, მოსახლეობის ჩართულობით შერჩეული პრიორიტეტების შესაბამისად, ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების გადაწყვეტა.
#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა2025

ვრცლად
Skip to content