ქალაქ ჯვარს 24-საათიანი წყალმომარაგება დღეიდან აქვს
პირველად , ქალაქ ჯვარს 24-საათიანი წყალმომარაგება დღეიდან აქვს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა ქალაქ ჯვარში იმყოფებოდა და წყალმომარაგების საკითხებში შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
ქალაქ ჯვარს დღეიდან, 31 ოქტომბრიდან სასმელი წყალი 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება. წყალი სასმელად ვარგისია
და მრავალწლიანი პრობლემაც აღმოფხვრილია.
წყალმომარაგების პროექტი, თავისი მნიშვნელობით, არამხოლოდ ჯვარისთვის, არამედ, მთელი წალენჯიხისთვის პრიორიტეტული პროექტია.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ჭაბურღილები, ელექტროსისტემა და სატუმბი სადგურები, მოხდა შიდა ქსელების სამარაგო ავზის დატესტვა; ასევე, ავზში 2 000 ტონა წყლის მიღება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
გამრიცხველიანდა 1800 აბონენტი.
წყალმომარაგების პროექტთან დაკავშირებული სამუშაოების ყველა ეტაპი დასრულებულია და ვარგისიანობის ლაბორატორიულ შემოწმებაც გავლილია.
ქალაქის ყველა წერტილში წყლის მიღების სისტემა დატესტილია.
აღსანიშნავია,რომ ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაოები სრულდებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის სრული მხარდაჭერით.
STJ-ფრანგული კომპანიის ჯვარის წყალმომარაგების ზედამხედველობის ინჟინერის თემურ მახარაშვილის განცხადებით,მოსახლეობამ მეტი აქტიურობით უნდა ითანამშრომლოს წყალმომარაგების კომპანიასთან დაერთების საკითხთან დაკავშირებით,რათა სასმელი წყალი სრული დატვირთვით ყველა ოჯახს მიეწოდოს.
ლეო ქიაჩელის ბიბლიოთეკის შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ლეო ქიაჩელის ბიბლიოთეკის შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნული ბიბლიოთეკა წლების მანძილზე რეაბილიტაციას საჭიროებდა.
მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით სრულდება.
შშმ პირთა რეაბილიტაციის ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს
წალენჯიხის მუნიციპალოტეტში შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი უახლოეს პერიოდში გაიხსნება.
აღნიშნული ცენტრის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შშმ რეაბილიტაციის ცენტრი მერიის დაქვემდებარებაში იქნება და ბავშვები სხვადასხვა თერაპიის კურსს უფასოდ გაივლიან.
ცენტრი ხელს შეუწყობს ბავშვების ზოგადი უნარებისა და შესაძლებლობების განვთარებას. ბენეფიციარები გაივლიან ყველა საჭირო რეაბილიტაციის პროგრამას.
რეაბილიტაცია-აბილიტაციის კურსს გაუძღვებიან შესაბამისი კვალიფიკაციური სპეციალისტები.
ჩემპიონატი კიკბოქსინგში
მიმდინარე წლის 18-22 ოქტომბერს გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში, ჩატარდა ,მსოფლიო ჩემპიონატი კიკბოქსინგში-World Championship Kickboxing & Muay Thai 2023.
სადაც წალენჯიხის სასპორტო ცენტრის ფინანსური დახმარებით გაემგზავრა წალენჯიხელი გიორგი ძვაბავა და აღნიშნულ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა.
ვულოცავთ ირაკლის გამარჯვებას და ვუსურვებთ მომავალშიც წარმატებებს.
ეროვნული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი
მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს ქ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მე-7 ეროვნული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა “ლაკადამ”, რომელმაც მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი აიღო (ხელმძღვანელი მერაბ ციმინტია) და მურთაზ ციმინტიას სახელობის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც პირველი ადგილით და ოქროს მედლით დაჯილდოვდნენ (ხელმძღვანელი დავით გირგვლიანი). სახელოვნებო ცენტრის კურსდამთავრებულს გიორგი ციმინტიას საუკეთესო ინსტრუმენტალისტის წოდება მიენიჭა.