ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საბავშვო ბაღებში
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, დღეს წალენჯიხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საზეიმო ღონისძიებები და სხვადასხვა სახის აქტივობები გაიმართა.
ღონისძიებები იყო ასევე გრანელის სახელობის პარკშიც . სხვადასხვა სახის აქტივობებს ადგილზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია დაესწრო და პატარებს წარმატებული მომავალი უსურვა. “ბავშვთა დაცვის დღე გულისხმობს ერთადერთ რამეს-ჩვენი შვილები იყვნენ დაცულები და მათი ინტერესები სახელმწიფოს მხრიდან იყოს მკაფიოდ და მკაცრად დაცული”-აღნიშნა თამარ ბელქანიამ.
აღსანიშნავია, რომ კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგი აღმზრდელ-პედაგოგთა ცნობიერების ამაღლების მიზნით (თემა:ბავშვთა უფლებების დაცვა).
პედაგოგ-აღმზრდელებმა სასწავლო ტესტირებაზე დადებითი შედეგები დააფიქსირეს.