ბავშვთა რეგისტრაცია
ბავშვთა ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტაცია
1. აღსაზრდელის სკოლამდელ დაწესებულებაში მიღებისას აუცილებელია შემდეგი საბუთები:
ა) მშობლის განცხადება მიღების თაობაზე (სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების არჩევაზე);
ბ) აღსაზრდელის დაბადების მოწმობის დედანი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2ცალი);
გ) აღსაზრდელის ჯანმრთელობის ცნობა, სადაც ასევე მოცემულია ინფორმაცია ასაკის შესაბამისად ჩატარებულ აცრებზე;
დ) აღსაზრდელის ორი ფოტოსურათი (3X4);
ე) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები (ტელეფონის ნომერი);
ვ) სოციალურად დაუცველის მოწმობა იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი სოციალურად დაუცველია.
1. მშობელს შესავსებად და ხელმოსაწერად გადაეცემა სარეგისტრაციო ბარათი-ძირითადი მონაცემები აღსაზრდელზე და მის ოჯახზე (აღსაზრდელის სახელი, გვარი, დაბადების ადგილი; მშობლების სახელები, გვარები, მისამართი, სახლის, სამსახურის ტელეფონის ნომრები, ასევე მობილურის ნომრები; მშობლის ხელმოწერა და თარიღი).
2. სარეგისტრაციო ბარათის 1 ეგზემპლარი ინახება აღსაზრდელის პირად საქმეში, აღმზრდელ-პედაგოგთან, რომლის ჯგუფშიც ირიცხება აღსაზრდელი და მეორე ეგზემპლარი , ნოტარიულად დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლთან ერთად,მართვის ცენტრში.
3.სკოლამდელ დაწესებულებაში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პროცესში პრიორიტეტები ენიჭებათ:
ა) ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობენ საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე;
ბ) ოჯახებს, რომლებიც მუშაობენ საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე;
გ) მრავალშვილიან ოჯახებს;
დ) სოციალურად დაუცველ ოჯახებს;
ე) საბავშვო ბაღის პერსონალის შვილებს.
ვ) აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახებს.
1. აღსაზრდელთა რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს სასწავლო წლის დაწყებამდე.
2. აღსაზრდელთა მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მართვის ცენტრის დირექტორი.
3. აღსაზრდელის ჩარიცხვაზე მშობელს შეიძლება უარი ეთქვას იმ შემთხვევაში, თუ
ა) ჯგუფში ბავშვთა მაქსიმალური რაოდენობა ფიქსირდება (ბავშვთა მაქსიმალური რაოდენობის მიღწევისას რეგისტრაცია ავტომატურად შეწყდება);
ბ)მშობელი რეგისტრაციის გავლიდან 10 დღის ვადაში არ წარმოადგენს ბავშვის ჩარიცხვისთვის აუცილებელ დოკუმენტაციას;
4. აღსაზრდელი სკოლამდელი დაწესებულებიდან შეიძლება ამოირიცხოს არასაპატიო მიზეზით არანაკლებ 15 გაცდენის შემთხვევაში;
5. მშობლის მოთხოვნისა და სპეციალისტთა შეფასების შემთხვევაში საბავშვო ბაღში მიღებას ან დარჩენას ექვემდებარებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 7 (შვიდ) წლამდე ბავშვები.
რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ა(ა)იპ წალენჯიხის სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრში,რათა გაიაროთ რეგისტრაცია.
გადადით ბმულზე:
https://forms.gle/Je64DpCYkEmYUDNK9