ბიუროს სხდომა
დღეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც განიხილეს დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები:
1. ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების გამოცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.
მომხსენებელი – კორნელი სალია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
2. საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების მორიგი სხდომების ჩატარების თარიღის განსაზღვრის თაობაზე.
მომხსენებელი – კორნელი სალია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
3. სხვადასხვა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2024 წლის 31 იანვარს 12:00 საათზე.