ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში დამეწყრილი საავტომობილო გზის მონაკვეთზე ბეტონის კონსტრუქციის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში დამეწყრილი საავტომობილო გზის მონაკვეთზე ბეტონის კონსტრუქციის მოწყობის
სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
აღნიშნულ მონაკვეთზე სპეციფიკური სამუშაოები, (ხიმინჯოვანი კედლების მოწყობა) განხორციელდა.
გზაზე სპეცტექნიკით გადაადგილება შეუძლებელი იყო,რის გამოც, ტექნიკის გადაადგილების მიზნით მდინარეზე გადასასვლელიც მოეწყო.
სამუშაოები 200 გრძივ მეტრზე ხორციელდება. ბეტონის კონსტრუქცია კი დაიცავს გზას მეწყერისაგან.
აღსანიშნავია,რომ ეს გზა ჩქვალერიდან-ქალაქ ჯვარსა და საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულს აკავშირებს, რომელიც წლების მანძილზე იმეწყრებოდა და დროდადრო ტრანსპორტის გადაადგილებას საფრთხე ექმნებოდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მ/შ ივანე ბურდული აღნიშნულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და მშენებლებს გაესაუბრა.