დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები მოსახლეობასთან გრძელდება
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის “ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები მოსახლეობასთან გრძელდება.
პროგრამის ფარგლებში, დღეს 11 თებერვალს, შეხვედრები ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.
მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე ბურდულმა და მოისმინა მათი საჭიროებები.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტების მიღმა, მერიამ მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა საკუთარ მოსახლეობას სხვადასხვა პრობლემების მოგვარების მიმართულებით.
შეხვედრაზე ასევე ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
შეხვედრის შედეგად გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტები:
სოფელ სამესხიოში ძირითად პრიორიტეტად გარეგანათებების მოწყობა დასახელდა.
გარდა აღნიშნულისა, მოსახლეობამ მთავარ პრობლემად შიდა საუბნო გზების მოწესრიგებაზე გაამახვილა ყურადღება.
სოფელ ჯაღირას მოსახლეობამ პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების მოხრეშვა – მოშანდაკებისა და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოების განხორციელება მოითხოვა .
სოფელ ობუჯში კი, პრიორიტეტად სასონგულიოს უბნის წყალ გაყვანილობის სისტემებისა და არსებული წისქვილის რეაბილიტაცია დასახელდა.
გარდა აღნიშნულისა მოსახლეობა პრობლემად შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციას, ხუფინას სათავე ავზისა და სასმელი წყლის მილების სრულ რეაბილიტაციას ასახელებს.
საკონსულტაციო შეხვედრები და საერთო კრებები მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება,
შერჩეული პროექტები კი, დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მისასალმებელია აღნიშნულ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიაზცია ნეოგენის და ახალგაზრდების ჩართულობა.
შეგახსენებთ, რომ “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” მუნიციპალიტეტებში 2012 წლიდან მოქმედებს, ხოლო 2025 წელს წალენჯიხაში ამ მიმართლებით 644 000 ლარი დაიხარჯება.