დაზიანებული ხიდის მშენებლობის სამუშაოები 42 გრძივ მეტრზე დასრულდა
საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის,ლეშეროზიეს უბანში,სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის მშენებლობის სამუშაოები 42 გრძივ მეტრზე დასრულდა.
აღნიშნული ტერიტორიაზე არსებული ხიდი სტიქიის შედეგად(ძლიერი წვიმა და მეწყერი) მთლიანად დაზიანდა და მასზე ავტომობილით გადაადგილება შეუძლებელი იყო.
ახალი საავტომობილო ხიდი სტანდარტების შესაბამისია, გამოყოფილია საფეხმავლო ნაწილი და
მოასფალტდა ხიდზე გადასასვლელი გზაც.
პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით დაფინანსდა.
ლეშეროზიეს უბანში მცხოვრებ მოსახლეობას და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა ადგილზე შეხვდა და გაესაუბრა. მოსახლეობას ახალი პროექტის დასრულება მიულოცა და მათ სამომავლო პროექტებზეც ესაუბრა.