დღეს ,19 აგვისტოს,წალენჯიხაში მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის ათასწლოვანი იუბილე აღინიშნება
დღეს ,19 აგვისტოს,წალენჯიხაში მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის ათასწლოვანი იუბილე აღინიშნება.
დღესასწაულთან დაკავშირებით, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა .
წირვის დასრულების შემდეგ ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა ქადაგებით მიმართა მრევლს დღესასწაული მიულოცა.
ღონისძიების ფარგლებში,
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის შესახებ ილუსტრირებული წიგნ-ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ წარადგინა და მუნიციპალიტეტის სახელით, საჩუქრად მეუფე გერასიმეს გადასცა. საზოგადოებას დღევანდელი დღე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ,მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ და მეუფე გერასიმემ მიულოცეს და ამ დღის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
ღონისძიებების ფარგლებაში წალენჯიხის, ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში კონფერენცია გაიმართა,რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ და მეუფე გერასიმემ გახსნეს.
კონფერენციაზე საზოგადოების წინაშე წარსდგნენ, ავთო თორდია, მერაბ ბუჩუკური,ზაალ ქორთუა,
პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, ისტორიის დოქტორი ლევან ჯიქია,
საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ნანა ბურჭულაძე.
საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი მანანა სანაძე,საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ნინო ჩიხლაძე.
დღის ბოლოს ღონისძიებების ფარგლებში წალენჯიხის გოგი კალანდიას სახელობის მთავარ მოედანზე ასევე სახალხო ზეიმი გაიმართა, სადაც მოეწყო მეწარმე-ფერმერთა ნაწარმის გამოფენა გაყიდვა. ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებმა კი თავიანთ კუთხე სხვადასხვა სახის სანოვაგით წარმოაჩინეს.
ღონისძიებები საღამოს ადგილობრივი მუსიკოს-შემსრულებლებისა და ბენდი “შარა”-ს მონაწილეობით დასრულდება.