დიდთოვლობასთან დაკავშირებით,წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბი
დიდთოვლობასთან დაკავშირებით,წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მ/შ ივანე ბურდულის ხელმძღვანელობით,რომელშიც ჩართულია მერიის შესაბამისი სამსახურები და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.
შექმნილია ცხელი ხაზი:
შეგიძლიათ დარეკოთ 24 საათის განმავლობაში მითითებულ ნომერზე:
⤵️
☎️ 599647050
უხვი ნალექისგან შექმნილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.
მობილიზებულია ტექნიკა, ამ ეტაპზე ცენტრალური საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ ქალაქ წალენჯიხისა და ქალაქ ჯვარის ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურები.