დოკუმენტური ფილმი “მე და ევროპა” ჩვენება-განხილვა
დღეს, წალენჯიხის მოსწავლეახალგაზრდობის სახლში მედიის განვითარების ფონდი (MDF), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, დოკუმენტური ფილმის “მე და ევროპა” -ს ჩვენება-დისკუსია გაიმართა.
ოთხი ამბავი საქართველოდან აერთიანებს მრავალფეროვნებას, თავისუფლებას, თანასწორობას, დემოკრატიას. ფილმის შემდგომ გამართულ დისკუსიაში, სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა მიიღო მონაწილეობა.
გიორგი ქველიძის დოკუმენტური ფილმი, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა, საქართველოს 4 რეგიონში: კახეთში, რაჭა-ლეჩხუმში, გურიასა და იმერეთში გადაღებულ ოთხ ამბავს აერთიანებს და ევროპასთან საქართველოს საერთო ღირებულებებზე – მრავალფეროვნებაზე, თანასწორობაზე, თავისუფლებასა და დემოკრატიაზე – 4 ადამიანის პერსპექტივიდან მოგვითხრობს.