ეროვნული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი
მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს ქ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მე-7 ეროვნული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა “ლაკადამ”, რომელმაც მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი აიღო (ხელმძღვანელი მერაბ ციმინტია) და მურთაზ ციმინტიას სახელობის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც პირველი ადგილით და ოქროს მედლით დაჯილდოვდნენ (ხელმძღვანელი დავით გირგვლიანი). სახელოვნებო ცენტრის კურსდამთავრებულს გიორგი ციმინტიას საუკეთესო ინსტრუმენტალისტის წოდება მიენიჭა.