ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს მისიის საქმიანობაზე, საქართველოსა და რეგიონებში,წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის პოლიტიკის ჩამოყალიბების საკითხებზე.
გიორგი ხარჩილავამ მადლობა გადაუხადა მისიის წარმომადგენლებს იმ წვლილისათვის,რასაც ისინი აკეთებენ საქართველოში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
როგორც მისიის წარმომადგენლებმა აღინიშნეს, მათი პრიორიტეტია კონფლიქტისპირა მხარეებს შორის ნდობის აღდგენა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.