გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგრამის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგრამის წარმომადგენლებმა , პროგრამის კოორდინატორმა ნანუკა ავალიანმა და პროგრამის ექსპერტმა ეკატერინე სხილაძემ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სხდომათა დარბაზში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და გენდერული საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
გაეროს მოსახლეობის ფონდის საქმიანობა მიმართულია მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთა შორისაა სოციალური , გენდერული საკითხები. ფონდი ეხმარება საქართველოს საერთაშორისო კონცეფციის (ICPD) სამოქმედო პროგრამის განხორციელებაში.
დღევანდელი შეხვედრის თემა გახლდათ მუნიციპალიტეტთან ურთიერთთანამშრომლობა და პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაში სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. გაიმართა დისკუსია და მხარეებმა ისაუბრეს პროგრამის მნიშვნელობაზე და ზოგადად დონორი ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ სიკეთეებზე საქართველოს მასშტაბით.
შეხვედრის დასასრულს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ გამოთქვა მზაობა თანამშრომლობისათვის და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი მზადაა ითანამშრომლოს გაეროს მოსახლეობის ფონდთან მთელი რიგი პრიორიტეტების განხორციელების საკითხებში