112
- ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი -- ტელ: 116 111
- ოჯახში ძალადობის ცხელი ხაზი - ტელ: 2 309 903
- გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი - ტელ: 247 33 33.
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელი ხაზი - ტელ: 2 200 220
- წყალმომარაგების კომპანიის ცხელი ხაზი - ტელ: 293 00 00.
- თელასის ცხელი ხაზი - ტელ: 277 99 99, შემდეგ აკრიფეთ 3
- ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი - ტელ: 15-05
http://kids.112.ge/
არასამთავრობო ორგანიზაციამ (ქალთა ფონდი „სოხუმი“), კანადის „თანასწორობის ფონდის" (Equality Fund) მხარდაჭერით, საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად არსებული დახმარებისა და მხარდაჭერის სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ინტერნეტ მომხმარებლებისთვის შექმნა ახალი ვებგვერდი - „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“.
ვებგვერდი მოიცავს ინფორმაციას მუნიციპალიტეტებში ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის კუთხით არსებულ პროგრამებზე, ასევე ცენტრალურ და საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ სერვისებზე.
ვებგვერდზე ასევე განთავსებულია ბევრი სასარგებლო და საინტერესო ინფორმაცია (სიახლეები, თემატური ლიტერატურა, კვლევები, სტატისტიკა, ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამები), რომელიც, ჩვენი აზრით, ძალადობის მსხვერპლს (დაზარალებულს) ან უბრალოდ, მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, დაეხმარება ერთ სივრცეში იოლად იპოვოს და მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია.
ვებგვერდის შექმნის იდეა თანხვედრაშია ადგილობრივი ხელისუფლებების ამოცანასთან - უზრუნველყონ ქალთა გაძლიერება და ძალადობის
მსხვეპლთა/დაზარალებულთა მხარდაჭერა.