S O S - 1 1 2
სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციებზე ოპერატიულ რეაგირებას.
აღნიშნული სსიპ-ი ახორციელებს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვისათვის შესაბამის სატელეფონო მომსახურებას, აგრეთვე 24-საათიან უწყვეტ ვიდეომეთვალყურეობას ქვეყნის მასშტაბით დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტის, სამართალდარღვევის დაფიქსირების ადმინისტრირებისა და აგრეთვე საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით.
ცენტრის ძირითადი მიმართულებებია:
- დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესება;
- საგზაო უსაფრთხოების ეფექტური მართვა;
- ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა;
- საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტეგრირებული მართვის სისტემის შექმნა;
- კრიზისული სიტუაციების ეფექტური პრევენცია / მართვა;
- მონაცემთა ეფექტური დამუშავება / ანალიზი;
- კერძო დაცვითი საქმიანობის კონტროლი.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ განთავსებულია ორ ლოკაციაზე – თბილისსა და ქ. რუსთავში. ქ. რუსთავის ცენტრი 2016 წელს გაიხსნა. მეორე ცენტრის დაარსების მიზანს თბილისის ცენტრის განტვირთვა და გადაზღვევა წარმოადგენს.