ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა 23.06.2022

23 ივნისი, 2022

დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თემურ ქარდავა უძღვებოდა.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხი განიხილეს:

დღის წესრიგი:

1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტებისა და პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებ;

პროექტის წარმდგენი: გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი

2. .წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში /იჯარით/ აუქციონის ფორმით გაცემაზე მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;

პროექტის წარმდგენი: გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი

3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;

პროექტის წარმდგენი: გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი

4. ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების დაფინანსების ინიცირების მიზნით; წალენჯიხის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტებთან შესაბამისობაში დადასტურებული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მომზადებული წინადადების მოწონების თაობაზე;

პროექტის წარმდგენი: გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი

5. სხვადასხვა

 

 

 

გააზიარე