ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს მორიგი სხდომა

25 ნოემბერი, 2022

საკრებულოში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვები გრძელდება.

 

 დღეს, 25 ნოემბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ავთანდილ გაბელია.

 სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული, ასევე საკრებულოს აპარატისა და მერიის სამსახურების თანამშრომლები.

სხდომაზე განხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

1.  წალენჯიხის მუნიციაპლიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის თაობაზე.

მომხსენებელი: თეა სარია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი

2.  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით სარგებლობაში - გადაცემაზე მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.

მომხსენებელი: გელა სალია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი

3.  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზურფუქტის ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.

მომხსენებელი: გელა სალია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი

შეიძლება იყოს 11 ადამიანი, მდგომარე ადამიანები and შენობაში გამოსახულება

გააზიარე