საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა
დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რაისა ჩანგელია უძღვებოდა.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები:
1. ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის შესახებ.
პროექტის წარმდგენი: ივანე ბურდული- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე;
2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელების წესის შესახებ.
პროექტის წარმდგენი: მერაბ შონია - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურების, დევნილთა და ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების უფროსი;