სასწრაფო სამედიცინო
112-ზე დარეკვა შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირისთვის:
საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან
24 საათის განმავლობაში
ფიქსირებული და მობილური ტელეფონიდან
სიმ-ბარათის გარეშე
ინდექსისა და ქალაქის კოდის გარეშე
ორმხრივად გათიშული ფიქსირებული ტელეფონებიდან
ორმხრივად გათიშული მობილური ტელეფონებიდან
გახსოვდეთ!
112-ში დარეკვისთვის აუცილებელია მობილური ტელეფონი ფიქსირდებოდეს საქართველოში მოქმედი მობილური პროვაიდერების (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი) დაფარვის ზონაში.
სიახლე!
112-თან დაკავშირება შშმ პირებისთვისაც გახდა შესაძლებელი. კერძოდ, ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს, გადადუდებელ შემთხვევებში, შეუძლიათ მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეო ზარის საშუალებით დაუკავშირდნენ 112-ს. სერვისი ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით. სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე