შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის
მუხლი 6. შშმ პირთა და მოვლის საჭიროების მქონე ავადმყოფთა ფინანსური მხარდაჭერა.
1. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100000 -ზე დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტრირებულ პირებს , რომლებიც არ არიან ასაკით პენსიონერები და წარმოადგენენ სსე ( სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა ) შემოწმების აქტის ამონაწერს სტატუსით- მკვეთრად გამოხატული ( I ჯგუფი ) და არიან სახლს (ეტლით მოსარგებლე ) ან საწოლს მიჯაჭვული და საჭიროებენ მუდმივ მომვლელს ;
2. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე ან ოჯახის წევრზე/ უფლებამოსილ პირზე ყოველთვიურად 100 ლარის ჩარიცხვას;
3. პროგრამაში ჩასართავად წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) განმცხადებლისა და ბენეფიციარის (ულებამოსილი პირის) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის (სსე) შემოწმების აქტის ამონაწერის ასლი, სადაც მითითებულია სტატუსი-„მკვეთრად გამოხატული“;
დ) ჯამრთელობის ცნობა ფორმა N 100 მუდმივად მოვლის საჭიროების მითითებით;
ე) ცნობა სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არსებობისა და მინიჭებული ქულის თაობაზე;
ვ) პირადი საბანკო ანგარიში.